fbpx

ახალგაზრდა ლიდერთა და ინოვატორთა კონკურსის „მე ლიდერი“ მეორე შესარჩევი ტური

კონკურსი „მე ლიდერი“ მიზნად ისახავს ახალგაზრდა ლიდერების აღმოჩენას ქედის მუნიციპალიტეტში და რეგიონის ახალგაზრდა ინოვატორთა ქსელის ჩამოყალიბებას. კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ:

 

ქედის მუნიციპალიტეტში მცხოვრებ

 

VIII, IX, X, XI, XII კლასების მოსწავლეებს

 

საუკეთესო განაცხადის ავტორები ივნისი-ივლისის პერიოდში გაემგზავრებიან ბულაჩაურის მწვანე ცენტრში ახალგაზრდა ლიდერთა მწვანე ბანაკში მონაწილეობის მისაღებად.

 

კონკურსში მონაწილეობის პირობები:

 

I გამოგვიგზავნეთ თქვენი სამოტივაციო წერილი ელ.ფოსტაზე nata.davlianidze@cenn.org;

 

II სამოტივაციო წერილის ძირითად ნაწილში გვსურს მოგვაწოდოთ დეტალური ინფორმაცია და შემოქმედებითი პასუხები შემდეგ სამ კითხვაზე:

 

რატომ ხართ დაინტერესებული გარემოსდაცვითი საკითხებით?

რატომ თვლით თავს თქვენი თემის ლიდერად და რისი შეცვლა გსურთ?

რა გსურთ გაუზიაროთ სხვებს და რისი სწავლა გსურთ სხვებისგან საზაფხულო ბანაკის მიმდინარეობისას?

 

III სამოტივაციო წერილი არ უნდა აღემატებოდეს 500 სიტყვას.

განაცხადის შემოტანის ბოლო ვადა: 2018 წლის 3 ივნისი

დაწვრილებითი ინფორმაციის მისაღებად ან კითხვების შემთხვევაში დაგვიკავშირდით:

+995 558 65 56 28

პროექტი „ქედა ლიდერი“ ხორციელდება ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით CENN-ის მიერ, საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრი  (CSRDG), დემოკრატიის ინსტიტუტთან (IoD) და ავსტრიის რეგიონული კვლევებისა და სივრცითი დაგეგმარების ინსტიტუტთან (ÖIR) თანამშრომლობით. პროექტის მიზანია ადგილობრივი ეკონომიკური საქმიანობის დივერსიფიკაცია, ინვესტიციების მოზიდვა და კონკრეტული სასოფლო–სამეურნეო და გარემოსდაცვითი პრაქტიკის ხელშეწყობა სოფლის განვითარების თანამონაწილეობრივი, სტრატეგიული დაგეგმვის გზით.

ევროკავშირი მხარს უჭერს სოფლის მეურნეობასა და სოფლის განვითარებას საქართველოში ENPARD-ის პროგრამის დახმარებით. პროგრამა ხორციელდება 2013 წლიდან და მისი მთლიანი ბიუჯეტი შეადგენს  179.5 მილიონ ევროს. ENPARD-ის ძირითადი მიზანი საქართველოში სოფლად სიღარიბის დაძლევაა. პროგრამის პირველი ფაზის პრიორიტეტი სოფლის მეურნეობის განვითარების ხელშეწყობა იყო, ხოლო მეორე და მესამე ფაზა მიზნად ისახავს სოფლად მცხოვრები ადამიანების ეკონომიკური განვითარების შესაძლებლობების შექმნას არამარტო აღნიშნულ სექტორში. მეტი ინფორმაციისათვის ეწვიეთ  ENPARD-ის  ვებ–გვერდს: www.enpard.ge.

X

бѓбѓђбѓбѓљбѓќбѓбѓђ !

бѓЈбѓбѓђбѓЄбѓбѓђбѓбѓђбѓ, бѓђбѓЎбѓбѓбѓ бѓбѓљ-бѓбѓќбѓЎбѓўбѓђ бѓђбѓбѓЎбѓбѓбѓќбѓбѓЎ бѓЈбѓбѓбѓ, бѓбѓбѓбѓќбѓбѓ бѓбѓќбѓбѓбѓбѓбѓбѓбѓ

бѓђбѓбѓбѓбѓбѓбѓ :