USAID-ის WMTR II პროგრამა, ნარჩენების მართვის ტექნოლოგია რეგიონებში, ფაზა II (USAID WMTR II), რომელსაც ახორციელებს CENN, აცხადებს საგრანტო კონკურსს საჯარო და კერძო ავტორიზებული სკოლებისათვის, რომლებიც განახორციელებენ მყარი ნარჩენების წარმოქმნის შემცირებისა და სეპარირებული შეგროვების (პლასტმასა, ქაღალდი, შუშა, ალუმინის ქილა) პოპულარიზაციისა და ასეთი მიდგომების დანერგვისაკენ მიმართულ საქმიანობებს.
საგრანტო კონკურსი ითვალისწინებს ისეთი აქტივობების იმპლემენტაციას, რომლებიც ხელს შეუწყობენ სამიზნე რეგიონების მოსახლეობის ცნობიერების ამაღლებას მყარი საყოფაცხოვრებო ნარჩენების შემცირებისა და სეპარირების მნიშვნელობაზე, ასევე, შესთავაზებენ ბენეფიციარებს კონკრეტულ სისტემებს აღნიშნული საკითხების განსახორციელებლად და ხელს შეუწყობენ ამ მიდგომების დანერგვას.
საგრანტო კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლია საჯარო ან კერძო ავტორიზებულ სკოლებს, რომლებიც მდებარეობენ USAID WMTR II პროგრამის სამიზნე რეგიონებში – აჭარა, შიდა ქართლი, კახეთი, და ქალაქი თბილისი.
გრანტები გაიცემა და განხორციელდება USAID-ის და აშშ მთავრობის იმ რეგულაციების დაცვით, რომლებიც გამოიყენება გრანტების, კონტრაქტების დროს, WMTR II პროექტის საგრანტო პროგრამის მართვის პოლიტიკის შესაბამისად.
ყველა სხვა საჭირო ინფორმაციისთვის იხილეთ ბმული.