USAID WMTR II პროგრამა აგრძელებს ნარჩენების მდგრად მართვაზე სემინარების ჩატარებას თბილისის სკოლის მოსწავლეებისა და სხვა მოზარდებისთვის.
8 ნოემბერს, WMTR II პროგრამის გუნდმა, CIDA–სთან ერთად, ჩაუტარა სემინარი არასრულწლოვან მოზარდებს თბილისიდან და რუსთავიდან. ნარჩენების მართვის შესაძლებლობისა და პლასტმასის დაბინძურებაზე სემინარის მოსმენის შემდეგ, მონაწილეები გაეცვნენ სხვადასხვა ვიდეოსა და ფილმს ნარჩენების მართვაზე საქართველოში და ჩაერთვნენ ინტერაქტიულ დისკუსიაში.
10 ნოემბერს კი WMTR II პროგრამის გუნდი გ. დევდარიანის სახელობის ფიზიკა–მათემატიკის სკოლას ესტუმრა, სადაც საშუალო სკოლის მოსწავლეები გაეცვნენ ნარჩენების მდგრადი მართვისა და დახარისხების შესაძლებლობებს.
14 ნოემბერს, WMTR II პროგრამის გუნდი მიიწვიეს #126–ე საჯარო სკოლაში ნარჩენების გადამუშავების შესაძლებლობებსა და ნარჩენების მართვის თანამედროვე მეთოდებზე სასაუბროდ.
ნარჩენების მართვის სემინარებში მთლიანობაში 100–მდე მოზარდმა მიიღო მონაწილეობა ბოლო ორი კვირის განმავლობაში. ნარჩენების გადამუშავებასა და 4R პრინციპზე (შეამცირე, გამოიყენე ხელმეორედ, გადაამუშავე და აღადგინე) დისკუსიებთან ერთდ სტუდენტებმა შეიტყვეს WMTR II პროგრამის ღონისძიებების შესახებ, რომლებშიც თავადაც შეუძლიათ მონაწილეობა. ასეთი აქტოვებიბია, მაგალითად, ქაღალდის ნარჩენების შეგროვების კონკურსი, ახალგაზრდული სამიტი და საზაფხულო ბანაკები.
მეტი ინფორმაციისთვის ეწვიეთ: environment.cenn.org
WMTR II პროგრამას მხარს უჭერს USAID და ახორციელებს CENN.