fbpx

ტყიბულს თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვილი ეკო ჰაბი ექნება

CENN – მა ახალ ინიციატივას ჩაუყარა საფუძველი და საქართველოს მასშტაბით, ახალგაზრდებისთვის, სკოლებსა და ბიბლიოთეკებში, ათამდე ეკო ჰაბს გახსნის.

 
ბოლნისის, თელავისა და ბათუმის შემდეგ, ეკო ჰაბი ტყიბულის მოსწავლე ახალგაზრდობის ცენტრშიც გაიხსნება, რომელიც CENN – ისა და ტყიბულის „საქნახშირის“ ერთობლივი ძალისხმევით მოეწყობა.

 
„საქნახშირის“ ადმინისტრაციამ გამოთქვა სურვილი და კეთილი ნება თანამონაწილე გამხდარიყო ცენტრის შექმნის და საკუთარი წვლილი შეეტანა ახალგაზრდებისთვის ეკო ჰაბის გაკეთებაში. შესაბამისად გადაწყდა, რომ ეკო ჰაბის შიდა სარემონტო სამუშაოებს მთლიანად „საქნახშირი“ უზრუნველყოფს. CENN კი თავის მხრივ, ცენტრს ტექნიკით, გარემოსდაცვითი ლიტერატურითა და საჭირო ინვენტარით მოამარაგებს.

 
ეკო ჰაბები ასევე გაკეთდება იმ სკოლებში, რომლებიც განსაკუთრებით აქტიურობდნენ სასკოლო კონკურსში „ნიკო კეცხოველის პრემია 2017“ და ამავე კონკურსის გამარჯვებულ სამ სკოლაში.

 
საქართველოს რეგიონებში ახალგაზრდებისთვის „ეკო ჰაბების“ არსებობა ხელს შეუწყობს მოსწავლეების გარემოსდაცვითი ცნობიერების ამაღლებას, მათ ჩართვას პრობლემების აღმოფხვრაში და სოფლად მდგრადი განვითარების პრინციპების დანერგვაში.

 
ცენტრების ბაზაზე შეიქმნება პედაგოგებითა და მაღალი კლასის მოსწავლეებით დაკომპლექტებული ეკო კლუბები, რომლებიც CENN – ის ელექტრონული ქსელის მომხმარებლები გახდებიან და ყოველდღიური ინფორმაცია ექნებათ რეგიონში გარემოსდაცვითი კუთხით მიმდინარე თუ დაგეგმილი აქტივობების შესახებ. ტყიბულის „ეკო ჰაბის“ ოფიციალური გახსნა 2017 წლის სექტემბერში იგეგმება.

 
ინიციატივა ხორციელდება CENN – ის პროექტის „ტყის მდგრადი მართვა საქართველოში“ ფარგლებში, რომელიც ავსტრიის თანამშრომლობა განვითარებისათვის (ADC) ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება.

 

X

бѓбѓђбѓбѓљбѓќбѓбѓђ !

бѓЈбѓбѓђбѓЄбѓбѓђбѓбѓђбѓ, бѓђбѓЎбѓбѓбѓ бѓбѓљ-бѓбѓќбѓЎбѓўбѓђ бѓђбѓбѓЎбѓбѓбѓќбѓбѓЎ бѓЈбѓбѓбѓ, бѓбѓбѓбѓќбѓбѓ бѓбѓќбѓбѓбѓбѓбѓбѓбѓ

бѓђбѓбѓбѓбѓбѓбѓ :