CENN – ის ინიციატივათა და ორგანიზებით ქალაქ ტყიბულში რამდენიმე კვირის წინ დაგეგმილი მაკულატურის აქცია დაიწყო. CENN – ის იმერეთის რეგიონული კოორდინატორისა და ადგილობრივი ეკო-კლუბების მონაწილეების თაოსნობით, ქალაქის მოსახლეობიდან და სხვადასხვა დაწესებულებებიდან მაკულატურის შეგროვება მიმდინარეობს.
მაკულატურის შეგროვების აქციის ფარგლებში, ყოველ დაგროვებულ კილოგრამ მაკულატურაზე, ყველა ვინც მაკულატურის შეგროვებაში ჩაერთვება საჩუქრად CENN–ის მიერ წარმოებულ ნივთებს: მაისურებს , წიგნებს, ჭიქებს, კალენდრებსა და ბლოკნოტებს, მაკულატურის ნაცვლად მიიღებს . მაკულატურის შეგროვების მწვანე აქცია ტყიბულის გარდა, ჭიათურისა და საჩხერის მუნიციპალიტეტებშიც მიმდინარეობს.
მაკულატურის შეგროვების მწვანე აქცია CENN -ის რეგიონული პროექტის „გარემოსდაცვითი და სოციალური პასუხისმგებლობის განვითარების ხელშეწყობა სასარგებლო წიაღისეულის მართვის სექტორში კავკასიაში,“ ფარგლებში მოეწყო, რომელიც გერმანული ფონდის Bread for the World -ის ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება საქართველოში, სომხეთსა და აზერბაიჯანში.