17 მაისს, CENN-მა, მარნეულის გოგონების გაძლიერების კლუბის წერვებისთვის ჩაატარა ფილმის ,,The Iron Lady- რკინის ლედი” ჩვენება, რომელიც დაფუძნებულია ბრიტანეთის ყოფილი პრემიერ მინისტრის მარგარეტ ტეტჩერის ცხოვრებაზე.
ფილმის განხილვის პროცესში ჩაერთო საქართველოში ,,მარგარეტ ტეტჩერის ცენტრის” ხელმძღვანელი მარიამ ელიაძე და გოგონებთან ისაუბრა ძლიერი ქალის როლზე სოციუმში, ქალის ლიდერულ მნიშვნელობაზე პოლიტიკასა და სამოქალაქო აქტივიზში, საზოგადოებრივი გამოწვევების გადაჭრის პროცესში ქალთა ჩართულობასა და ქალების გაძლიერების აუცილებლობაზე.
პროექტი “კლიმატის მიმართ მდგრადი სოფლის მეურნეობა – PRAISE MARNEULI” ხორციელდება CENN-ის მიერ, HEKS-EPER-ის ფინანსური მხარდაჭერით. პროექტის მიზანია მარნეულის მუნიციპალიტეტში მოსახლეობის შემოსავლის შექმნის შესაძლებლობების გაზრდა, გარემოსადმი მეგობრული და კლიმატის მიმართ მდგრადი სოფლის მეურნეობის (CRA) ხელშეწყობის გზით.