fbpx

არსებობს თუ არა საქართველოში ნარჩენების გადამუშავების პოტენციალი?

მყარი ნარჩენების გადამუშავების სექტორი საქართველოში მნიშვნელოვან აუთვისებელ პოტენციალს ფლობს. ეს სექტორი თავის მხრივ მოიცავს რამდენიმე საკმაოდ დიდ ინდუსტრიას, როგორიც არის პლასტმასის, ქაღალდის, მინის და ალუმინის წარმოება. აღნიშნული ინდუსტრიების განვითარების დონე ქვეყანაში მნიშვნელოვნად განსხვავდება ერთმანეთისგან, თუმცა, თითოეულის მიერ წარმოებული პროდუქციის დიდი ნაწილი ხშირ შემთხვევაში ნაგავსაყრელებზე ხვდება. მაშინ, როდესაც აღნიშნული ნარჩენების გადამუშავებით შესაძლებელია ეფექტიანი ბიზნესის წარმოება, რომელიც ხელს შეუწყობს ქვეყნის განვითარებას, საიმპორტო პროდუქციის ადგილობრივით ჩანაცვლებას, და ამავდროულად პირველადი ბუნებრივი რესურსის დაზოგვას და ნარჩენებით გამოწვეული სხვა უარყოფითი გარემოსდაცვითი ეფექტების შემცირებას.

 

ინფოგრაფიკის pdf ვერსია გადმოსატვირთათ – ნარჩენების_გადამუშავება

 

 

waste_geo

 

 

პროგრამას „ნარჩენების მართვის ტექნოლოგიები რეგიონებში“ (WMTR) ფინანსურ მხარდაჭერას უწევს აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტო (USAID) და ახორციელებს ქალაქებისა და საგრაფოების მართვის საერთაშორისო ასოციაცია (ICMA) ადგილობრივ  ქვეკონტრაქტორ ორგანიზაციასთან  – CENN – თან თანამშრომლობით.

 

პროექტი ხელს უწყობს საქართველოს ცენტრალურ და ადგილობრივ მთავრობებს ნარჩენების მართვის მართებული სისტემის ჩამოყალიბებაში საქართველოს ორ სამიზნე რეგიონში – კახეთსა და აჭარაში. პროგრამის მიზანია, შერჩეულ მუნიციპალიტეტებში განხორციელდეს პილოტური ღონისძიებები ადამიანის ჯანმრთელობასა და გარემოზე ნარჩენების მავნე ზემოქმედებისა და ნაგავსაყრელებიდან სათბური აირების შესამცირებლად.

 

დამატებითი ინფორმაციისათვის გთხოვთ, დაგვიკავშირდეთ:

 

ნარჩენების მართვის ტექნოლოგიები რეგიონებში (WMTR)

მისამართი: ორპირის ქ. №2, თბილისი, 0105, საქართველო

ტელ: +995 32 2 43 45 22/23/24

 

 

 

X

бѓбѓђбѓбѓљбѓќбѓбѓђ !

бѓЈбѓбѓђбѓЄбѓбѓђбѓбѓђбѓ, бѓђбѓЎбѓбѓбѓ бѓбѓљ-бѓбѓќбѓЎбѓўбѓђ бѓђбѓбѓЎбѓбѓбѓќбѓбѓЎ бѓЈбѓбѓбѓ, бѓбѓбѓбѓќбѓбѓ бѓбѓќбѓбѓбѓбѓбѓбѓбѓ

бѓђбѓбѓбѓбѓбѓбѓ :