fbpx

აღმოაჩინე წალკა - გზამკვლევი ტურისტებისათვის

წალკის მუნიციპალიტეტის მთელი ტერიტორია მნიშვნელოვანია თავისი კულტურული მემკვიდრეობით, ბუნების ძეგლებითა და არქეოლოგიის თვალსაზრისით. აქ ფეხის ყოველ ნაბიჯზეა ციკლოპური ნასახლარები, ციხესიმაგრეების ნანგრევები, გამოქვაბულები, პეტროგლიფები, მონოლითური ქვები, ზეთსახდელების გელაზის ქვები, გვიანი თუ ადრე შუა საუკუნეების ეკლესიები, შუა საუკუნეების ხიდები, ნასოფლარები, სამარხები, ყორღანები. ამ რეგიონში არა თუ ცხოვრების, მოგზაურობის დროსაც კი განსაკუთრებული სიფრთხილე გვმართებს, რათა შემთხვევით არ დავაზიანოთ წალკაში არსებული ჩვენამდე შემორჩენილი საგანძური.

 

მოცემულ ბროშურაში გთავაზობთ ინფორმაციას წალკის მუნიციპალიტეტში არსებული გამორჩეული ტურისტული ობიექტების შესახებ, რომელიც აერთიანებს წალკაში არსებულ, როგორც ბუნებრივ, ისე კულტურულ რესურსებს. ბროშურა მოიცავს ინფორმაციას წალკის მუნიციპალიტეტის ორგანულ და არაორგანულ ბუნებრივ ღირსშესანიშნაობებსა და კულტურის მატერიალურ და არამატერიალურ ობიექტებზე.

 

ბროშურაში ასევე შეხვდებით მასალას წალკაში არსებულ ტურისტულ მარშრუტებზე და სხვადასხვა სახის ტურისტული სერვისის მიმწოდებლების შესახებ.

 

გაიგეთ მეტი, გადმოწერეთ გზამკვლევი ტურისტებისათვის

 

X

бѓбѓђбѓбѓљбѓќбѓбѓђ !

бѓЈбѓбѓђбѓЄбѓбѓђбѓбѓђбѓ, бѓђбѓЎбѓбѓбѓ бѓбѓљ-бѓбѓќбѓЎбѓўбѓђ бѓђбѓбѓЎбѓбѓбѓќбѓбѓЎ бѓЈбѓбѓбѓ, бѓбѓбѓбѓќбѓбѓ бѓбѓќбѓбѓбѓбѓбѓбѓбѓ

бѓђбѓбѓбѓбѓбѓбѓ :