fbpx

CENN, ევროკავშირის მხარდაჭერილი საქართველოს კლიმატის პროგრამის (GEO-CAP) ფარგლებში აცხადებს კონკურსს ჟურნალისტების, ბლოგერებისა და ვლოგერებისათვის !

იმოქმედე კლიმატისთვის!

კლიმატის ცვლილების წინააღმდეგ ბრძოლაში საზოგადოებისა და სამოქალაქო სექტორის როლის გააქტიურების მიზნით, CENN, პარტნიორ ბიზნეს ორგანიზაციებთან, პროკრედიტ ბანკთან, ტოიოტა კავკასიასთან და აჭარა ჯგუფთან  ერთად, ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით, საქართველოს კლიმატის პროგრამის (GEO-CAP) ფარგლებში, აცხადებს კონკურსს – იმოქმედე კლიმატისთვის (Act4Climate) –  ჟურნალისტების, ბლოგერებისა და ვლოგერებისათვის!

კონკურსში მონაწილეობის მსურველებმა უნდა შექმნან სტატია, ბლოგი, ვიდეო რეპორტაჟი, ვლოგი ან/და ფოტო ისტორია, რომელიც აჩვენებს კლიმატის ცვლილების პროცესებს, გამოწვევებსა და შესაძლო გადაჭრის გზებს; წარმოაჩენს კლიმატის ცვლილების უარყოფით შედეგებს და ასახავს საზოგადოების დამოკიდებულებას კლიმატის ცვლილების მიმართ; ასევე, წაახალისებს მოსახლეობას მარტივი, ყოველდღიური ქმედებების გამოყენებით შეიტანოს წვლილი კლიმატის ცვლილების უარყოფითი შედეგების შემცირებაში.

კონკურსის ფარგლებში მისაღებია ისეთი მასალის წარდგენა, რომელიც მომზადებულია/გამოქვეყნებულია კონკურსის გამოცხადების შემდეგ კონკურსის მიერ დადგენილ პერიოდში. გაითვალისწინეთ, რომ მაქსიმალურად წახალისებულია შემოქმედებითი ნამუშევრები! კონკურსის მიზანია, ისეთი მედია პროდუქტების შექმნა, რომლებიც აუდიტორიას მიაწვდის ინფორმაციას, დააფიქრებს კლიმატის ცვლილების პროცესებზე და ამავე დროს, მისცემს მოტივაციას, იმოქმედოს კლიმატის ცვლილების წინააღმდეგ.


კონკურსის პარტნიორები არიან პროკრედიტ ბანკი, ტოიოტა კავკასია და აჭარა ჯგუფი.

ნამუშევრების წარდგენის ბოლო ვადა: 8 მარტი, 2022, 18:00.

კონკურსის პირობების შესახებ ინფორმაციისთვის მიჰყევით შემდეგ ბმულს: 

https://drive.google.com/file/d/1MiVWkK0KBhCTLZdkUnbNwOfB61OFCCaV/view?usp=sharing

გთხოვთ, ნამუშევრები გამოაგზავნოთ შემდეგ ელ-ფოსტაზე Marie.kikvadze@cenn.org 

სათაურით ჟურნალისტების კონკურსი“.        

ნამუშევრებს თან უნდა ახლდეს შემდეგი ინფორმაცია: სახელი, გვარი, ტელეფონის ნომერი, გამოქვეყნებული მედია პროდუქტის ბმული და მედია კომპანიის დასახელება, რომელსაც წარმოადგენთ.

კონკურსის შედეგად, CENN-ის მიერ გამოვლინდება 3 გამარჯვებული:

I ადგილი – 1,500 ლარის ზუმერის ვაუჩერი

II ადგილი – 1,200 ლარის ზუმერის ვაუჩერი

III ადგილი – 900 ლარის ზუმერის ვაუჩერი

თავიანთ რჩეულს, სპეციალურ პრიზებს გადასცემენ კონკურსის პარტნიორებიპროკრედიტ ბანკი, ტოიოტა კავკასია და აჭარა ჯგუფი:

ProCredit Bank – კრეატიული ნამუშევრისთვის, რომელიც წარმოაჩენს პასუხისმგებლობიანი ბიზნესის ღირებულებებსა და წარმატებულ პრაქტიკებს გარემოსდაცვითს ჭრილში

Toyota Caucasus – კრეატიული ნამუშევრისთვის რომელიც ასახავს სტრატეგიულ და გრძელვადიან ხედვას – 2 000 ლარი

Adjara Group – კრეატიული ნამუშევრისთვის, რომელიც წარმოაჩენს ეკომეგობრული პრაქტიკის დანერგვის მნიშვნელობასა და პრაქტიკას ბიზნეს სექტორში. 

კლიმატის ცვლილების შესახებ ინფორმაციის გაზიარების მიზნით, კონკურსში მონაწილეობით დაინტერესებულ ჟურნალისტებს შესაძლებლობა ექნებათ დაესწრონ ონლაინ ტრენინგს, რომელიც გაიმართება 18 თებერვალს, 15:00-ზე, Zoom-ში.

ტრენინგზე დასწრების მსურველებმა უნდა გაიარონ რეგისტრაცია შემდეგ ბმულზე:

https://forms.gle/hdhcSPhs8tb3mBvP7

კლიმატის ცვლილებასთან დაკავშირებული საკითხები შესაძლოა მოიცავდეს შემდეგ თემატიკას:

*სუფთა წყალზე შეზღუდული ხელმისაწვდომობა

*ბუნებრივი კატასტროფები

*მდინარეების დაბინძურება

*ტემპერატურის მკვეთრი ცვალებადობა

*ბიომრავალფეროვნების შემცირება / სახეობების კარგვა

*ტყის საფარის შემცირება

*მოსავლიანობის შემცირება

*ატმოსფერული ჰაერის დაბინძურება

*სხვა ნებისმიერი თემა, რომელსაც თვლით, რომ კავშირშია  კლიმატის ცვლილებასთან, როგორიცაა მაგალითად: კლიმატის აქტივიზმი, ახალგაზრდები და კლიმატის ცვლილება და სხვა.

შემოსული ნამუშევრები შეფასდება შემდეგი კრიტერიუმებით:

*შინაარსი და კონკურსის თემასთან შესაბამისობა 

*თხრობის სტილი და კრეატიულობა

*იდეის/თემის განვითარება 

*აუდიტორიაზე მორგებული ლექსიკა და სტილი

*კონტენტის აკურატულობა/წყაროების მითითება

*სტატიის / ბლოგის რაოდენობა 

*სტატიის / ბლოგის მიერ მოცული აუდიტორიის რაოდენობა (Audience Reach)

კონკურსის მონაწილეს შეუძლია წარმოადგინოს მაქსიმუმ 5 ნამუშევარი; 

ნამუშევარზე მითითებული უნდა იყოს ავტორის სახელი და გვარი.

გისურვებთ წარმატებებს!

კონკურსი ტარდება ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით მიმდინარე „საქართველოს კლიმატის პროგრამა“-ის ფარგლებში რომელსაც ახორციელებს CENN, კახეთის რეგიონული განვითრების ფონდთან (KRDF), ჭიათურელთა კავშირთან (ACU), რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის აგროტურიზმის განვითრების ასოციაცისთან (RLS-ADA) და ახალგაზრდა პედაგოგთა კავშირთან (YPU) თანამშრომლობით. პროექტის სამიზნე მუნიციპალიტეტებია: გურჯაანი, საგარეჯო, ახმეტა, ზესტაფონი, ტყიბული, ჭიათურა, ლანჩხუთი, ოზურგეთი, ონი და ამბროლაური. პროექტის  მიზანია საქართველოს სამოქალაქო საზოგადოების გაძლიერება და ადამიანის უფლებებისა და ფუნდამენტური თავისუფლებების მხარდაჭერა წყალსა და ჯანსაღ გარემოზე ადამიანის უფლებაზე განსაკუთრებული აქცენტით.

X

бѓбѓђбѓбѓљбѓќбѓбѓђ !

бѓЈбѓбѓђбѓЄбѓбѓђбѓбѓђбѓ, бѓђбѓЎбѓбѓбѓ бѓбѓљ-бѓбѓќбѓЎбѓўбѓђ бѓђбѓбѓЎбѓбѓбѓќбѓбѓЎ бѓЈбѓбѓбѓ, бѓбѓбѓбѓќбѓбѓ бѓбѓќбѓбѓбѓбѓбѓбѓбѓ

бѓђбѓбѓбѓбѓбѓбѓ :