fbpx

კავკასიის სოციალური ინოვაციების საგრანტო კონკურსი

CENN ევროკავშირის მხარდაჭერით, EU4Youth პროგრამის ფარგლებში, საქართველოს 3 რეგიონში სოციალური ინოვაციების საგრანტო კონკურსს აცხადებს

2021 წლის 5 მაისს, CENN, პროექტის „EU4Youth: საზღვრისპირა რეგიონებში სოციალური მეწარმეობის ეკოსისტემის განვითარება (SEED) მწვანე ზრდისთვის” ნინოწმინდის, გორისა და ახმეტის მუნიციპალიტეტებში საგრანტო კონკურსს იწყებს.
საგრანტო კონკურსში მონაწილეობის უფლება აქვთ: საქართველოს სრულწლოვან მოქალაქეებს 18-დან 29 წლამდე, საქართველოში რეგისტრირებულ იურიდიულ პირებს, რეგისტრირებული სტატუსის მქონე სასოფლო კოოპერატივებს, არასამეწარმეო იურიდიულ პირებს (არასამთავრობო ორგანიზაცია, ფონდი, ასოციაცია და ა.შ.), ინდმეწარმეებს, საინიციატივო ჯგუფებს, საგანმანათლებლო დაწესებულებებს, შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოებებს; გორის, ნინოწმინდისა და ახმეტის თვითმმართველობის საჯარო სამართლის იურიდიულ პირებსა და კულტურულ-საგანმანათლებლო ორგანიზაციებს.
საგრანტო კონკურსის ეტაპებია:
1. პირველადი განაცხადის შემოტანა – 5 ივნისი, 2021
2. GREENcubator-ის აქსელერაციის პროგრამა – 11 – 28 ივნისი
3. სრული საპროექტო განაცხადების წარმოდგენის საბოლოო ვადა – 30 ივნისი.
საგრანტო კონკურსის ვადების გახანგრძლივების შემთხვევაში, კონკურსანტებს ეცნობებათ წინასწარ; სრული საპროექტო განაცხადი პირველადი განაცხადისგან განსხვავებით მოიცავს მოგება-ზარალის უწყისსა და შესყიდვების გეგმის დოკუმენტებს.
საგრანტო კონკურსის თემატური მიმართულებებია:
– ცირკულარული ეკონომიკა
– კლიმატგონივრული გადაწყვეტილებები
– რესურსების მდგრადი მართვა
– ტურიზმი
– მწვანე ქალაქები და ტრანსპორტი
– ჯანდაცვა
– სოციალური ინტეგრაცია
– მიგრაცია
– რეგიონული სტრატეგიები – ეკონომიკური დივერსიფიკაცია და ცხოვრების დონის გაუმჯობესება
სოციალური ინოვაციების კონკურსის მიზანია ისეთი პროექტების გამოვლენა და დაფინანსება, რომლებიც ავითარებენ და წარმოაჩენენ სოციალურ ინოვაციებსა და სამეწარმეო იდეებს ნინოწმინდის, გორისა და ახმეტის მუნიციპალიტეტებში. კონკურსის მთავარი ამოცანა ახალგაზრდების (18-29 წლის), შშმ პირების, საზღვრისპირა სოფლებში მცხოვრები მოწყვლადი ჯგუფების, გოგონების, ეკომიგრანტებისა და ეთნიკური უმცირესობების გაძლიერება. ფინანსური დახმარების მოსალოდნელი შედეგებია სოციალური და გარემოსდაცვითი გამოწვევების გადაჭრა და ამ გამოწვევების გარდაქმნა მწვანე ინოვაციებისა და ინკლუზიური ზრდის შესაძლებლობებად მოქნილი პროექტების საშუალებით.
განმცხადებელმა საგრანტო იდეის პირველადი ელექტრონული განაცხადი უნდა წარმოადგინოს 2021 წლის 5 ივნისამდე.
საგრანტო სახელმძღვანელოს გადმოსაწერად, დააკლიკეთ ფოტოს.

საგრანტო კონკურსის განაცხადისთვის საჭირო ფორმები:
ფორმა 1. საპროექტო განაცხადი
ფორმა 2. პირველადი ბიუჯეტი
ფორმა 3. სამოქმედო გეგმა
ფორმა 4. საინვესტიციო გეგმა
ფორმა 5. მოგება ზარალის უწყისი
ფორმა 6. შესყიდვების გეგმა
X

бѓбѓђбѓбѓљбѓќбѓбѓђ !

бѓЈбѓбѓђбѓЄбѓбѓђбѓбѓђбѓ, бѓђбѓЎбѓбѓбѓ бѓбѓљ-бѓбѓќбѓЎбѓўбѓђ бѓђбѓбѓЎбѓбѓбѓќбѓбѓЎ бѓЈбѓбѓбѓ, бѓбѓбѓбѓќбѓбѓ бѓбѓќбѓбѓбѓбѓбѓбѓбѓ

бѓђбѓбѓбѓбѓбѓбѓ :