პროექტის “კავკასიაში გარემოსდაცვითი და სოციალური პასუხისმგებლობის განვითარების ხელშეწყობა სასარგებლო წიაღისეულის მართვის სექტორში” მიზანია სიღარიბის შემცირება, გარემოსდაცვითი და სოციალური უსაფრთხოების გაზრდა, სოფლად მდგრადი განვითარების პრინციპების ხელშეწყობა. გარემოსდაცვით და სოციალურ საკითხებზე პასუხისმგებლობის ხელშეწყობის მიზნით, სამთავრობო და არასამთავრობო უწყებებთან თანამშრომლობისა და დიალოგის დაწყება, წიაღისეულის მოპოვების მართვის სფეროში შემუშავებული და შეთანხმებული პოლიტიკის და რეკომენდაციების ლობირება სამხრეთ კავკასიის ქვეყნებში.
აღნიშნული საკვლევი თემების მიზანია, საქართველოს მუნიციპალიტეტებში, სამთო-მოპოვებითი მრეწველობის ფუნქციონირებით დაზარალებული მოსახლეობის წინაშე შექმნილი პრობლემების შესახებ ინფორმაციის მოპოვება, პრობლემასთან ბრძოლის შესაძლებლობების გაძლიერებისა და ქვანახშირის მოპოვება-გადამუშავებასთან დაკავშირებული გადაწყვეტილებების მიღების პროცესში მოსახლეობის ჩართულობის უზრუნველყოფა.