fbpx

ნარჩენების მართვის ტექნოლოგიები რეგიონებში (WMTR)

განმახორციელებელი ორგანიზაციები: კავკასიის გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციების ქსელი (CENN) და International City/County Management Association.

 

ხანგრძლივობა: 18 მარტი, 2014 – 18 მარტი, 2018

 

გეოგრაფიული არეალი: კახეთის რეგიონი და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკა

 

მიზანი: აღნიშნული პროგრამა მიზნად ისახავს ხელი შეუწყობს შესაბამის ცენტრალურ და ადგილობრივ მთავრობებს, ადგილობრივ ბიზნესს, თემებსა და მუნიციპალიტეტებს ნარჩენების მართვის ინტეგრირებული სისტემის შემუშავებასა და დანერგვაში საქართველოს ორ სამიზნე რეგიონში – კახეთსა და აჭარაში.

 

პროგრამის ძირითადი მიმართულებები:

 

პროგრამა ხორციელდება შემდეგი 4 ძირითადი მიმართულებით:

 

ნარჩენების მართვის ინტეგრირებული სისტემის ჩამოყალიბება და დანერგვა, საჯარო და კერძო სექტორის შესაძლებლობების გაძლიერება;
ნარჩენების გადამმუშავებელი კომპანიების შესაძლებლობების გაძლიერება, ეფექტიანობის გაზრდა, ბიზნესის განვითარებისათვის ხელსაყრელი გარემოს შექმნა;
ნარჩენების სატარიფო პოლიტიკის შემუშავება;
საზოგადოების ჩართულობის უზრუნველყოფა ნარჩენების მართვის სისტემის ჩამოყალიბების, გადაწყვეტილების მიღებისა და განხორციელების ყველა ეტაპზე, საზოგადოებრივი ცნობიერების ამაღლება ნარჩენების ინტეგრირებული მართვის საკითხებზე.

 

მიმდინარე აქტივობები მიღებული შედეგები:

 

შეიქმნა პროგრამის დაინტერესებული მხარეების საკონსულტაციო ჯგუფი (SCG), რომელშიც ჩართულია ყველა დაინტერესბული მხარის წარმომადგენელი – სამთავრობო და არასამთავრობო სექტორი, საერთაშორისო ორგანიზაციები. საკონსულტაციო ჯგუფი აერთიანებს 24 წარმომადგენელს;

 

პროექტის სამიზნე რეგიონებში განხორციელდა მყარი ნარჩენების მართვის სისტემის შეფასება;

 

მოხდა ნარჩენების შეგროვების სერვისის დაფარვის არეალის და ნარჩენების განთავსების სპონტანური ადგილების ინვენტარიზაცია. შემუშავდა შესაბამისი რუკები GIS ფორმატში და ვებ–პორტალი;

 

გარემოსა და ბუნერივი რესურსების სამინისტროსთან თანამშრომლობით შემუშავდა „ნაგავსაყრელის მოწყობის, ოპერირების, დახურვისა და შემდგომი მოვლის შესახებ“ ტექნიკური რეგლამენტი. ივლისის ბოლოს ტექნიკური რეგლამენტი წარდგენილი იქნება მთავრობაზე დასამტკიცებლად;

 

გარემოსა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროსთან ერთად მიმდინარეობს მუშაობა “მუნიციპალური ნარჩენების შეგროვებისა და დამუშავების შესახებ” ტექნიკურ რეგლამენტზე. ამ ეტაპისთვის შემუშავებულია პირველი სამუშაო ვერსია;

 

მყარი ნარჩენების კომპანიასთან თანამშრომლობით პროექტი მუშაობს გურჯაანის ნაგავსაყრელის დახურვის გეგმის შემუშავებაზე, ხარჯთაღრიცხვის გეგმის ჩათვლით. პროექტსა და კომპანიას შორის მოეწერა ხელი მემორანდუმს, რომლის მიხედვითაც კომპანია გამოთქვამს მზადყოფნას, შემუშავებული გეგმის მიხედვით დახუროს აღნიშნული ნაგავსაყრელი;

 

გარემოსა და ბუნერივი რესურსების სამინისტროსთან თანამშრომლობით პროექტმა შეიმუშავა მუნიციპალური ნარჩენებისმართვის გეგმის მომზადების სახელმძღვანელო დოკუმენტი. აღსანიშნია, რომ ნარჩენების მართვის კოდექსის მიხედვით მუნიციპალური ნარჩენების მართვის გეგმის მომზადება სავალდებულოა ყველა მუნიციპალიტეტისათვის;

 

ხელი მომეწერა ურთიერთგაგების მემორანდუმს აშშ და საქართველოს 2 ქალქას შორის – თელავი/კატავბას საგრაფო და ბათუმი/გოლდენი. შემუშავდა ქალაქებს შორის ურთიერთთანამშრომლობის სამოქმედო გეგმა. შედგა ამერიკული მხარის პირველი ვიზიტები თელავსა და ბათუმში. ამჟამად იგეგმება ქართული დელეგაციის ვიზიტი კატავბასა და გოლდენში. ვიზიტის მიზანია ინფომაციის გაცვლა/ცნობიერების ამაღლება, ასევე საქმომედო გეგმების სამუშაო ვერსიების დასრულება;

 

საფუძველი ჩაეყარა პილოტურ პროექტს: ნარჩენების მართვის ინტეგრირებული სისტემის პილოტირება თელავის მუნიციპალიტეტის სამიზნე ტერიტორიებზე. საპილოტე პროექტის მიზანია ნარჩენების სეპარირებული შეგროვების სისტემის დანერგვა და მისი უპირატესობის დემონსტრირება თელავის მუნიციპალიტეტის 5 სოფელში;

 

მოხდა ნარჩენების გადამამუშვებელი კომპანიების იდენტიფიცირება სამიზნე რეგიონებსა და ეროვნულ დონეზე და მათი ბიზნეს ოპერირებისა და წარმოების შეფასება;

 

ოფიციალურად დაარსდა საქართველოს ნარჩენების მართვის ასოციაცია და მოხდა ასიცოაციის დარეგისტრირება საჯარო რეესტრში;

 

შეფასდა ტარიფებთან დაკავშირებით არსებული სიტუაცია სამიზნე რეგიონებში;

 

ჩატარდა სერია მიზნობრივი ტრენინგებისა ადგლობრივი მთავრობის, ბიზნესის წამრომადგენლებისა და სკოლის მოსწავლეებისათვის;

 

მოეწყო საინფორმაციო მრგვალი მაგიდების შეხვედრები სამიზნე რეგიონებში დაინტერესებული მხარეების მონაწილეობით;

 

მოეწყო ღია საჯარო ლექციები ნარჩენების ინტეგრირებული მართვის მიდგომების შესახებ ბათუმის და თელავის უნივერსიტეტებში;

 

მოეწყო სასკოლო კონკურსები და საზაფხულო ბანაკი სამიზნე რეგიონების სკოლების მოსწავლეებისათვის ნარჩენების ინტეგრირებული მართვის თემაზე.

X

бѓбѓђбѓбѓљбѓќбѓбѓђ !

бѓЈбѓбѓђбѓЄбѓбѓђбѓбѓђбѓ, бѓђбѓЎбѓбѓбѓ бѓбѓљ-бѓбѓќбѓЎбѓўбѓђ бѓђбѓбѓЎбѓбѓбѓќбѓбѓЎ бѓЈбѓбѓбѓ, бѓбѓбѓбѓќбѓбѓ бѓбѓќбѓбѓбѓбѓбѓбѓбѓ

бѓђбѓбѓбѓбѓбѓбѓ :