fbpx

ნარჩენების მართვის ტექნოლოგია რეგიონებში, ფაზა II (WMTR II)

შემსრულებელი ორგანიზაციები: CENN
ხანგრძლივობა: 2017 წლის 16 მარტი – 2020 წლის 15 მარტი
გეოგრაფიული დაფარვის ზონა: კახეთი და შიდა ქართლი, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკა და თბილისი
მიზანი: WMTR II პროგრამა საქართველოს მთავრობას დაეხმარება ქვეყნის ნარჩენების მართვის სექტორის მოდერნიზებაში და მხარს დაუჭერს მდგრად და ინკლუზიურ ეკონომიკურ განვითარებას, პროგრამა ხელს შეუწყობს ბუნებრივი რესურსების პასუხისმგებლიან მართვას, რაც მინიმუმამდე დაიყვანს ადამიანის ჯანმრთელობასა და ბუნებრივ რესურსებზე ნარჩენების მიერ მიყენებულ ზიანს.

 

პროგრამა ხელს შეუწყობს ინოვაციური მიდგომების დანერგვას, ახალი ტექნოლოგიების გამოყენებას და ძლიერი თანამშრომლობის ჩამოყალიბებას რათა მიაღწიოს, შეინარჩუნოს და გააფართოოს დასახული ამოცანები და გადაჭრას მდგრადი განვითარების გამოწვევები.

 

პროგრამის მიდგომა

· WMTR II პროგრამახელს შეუწყობს ყველა დაინტერესებული მხარის ჩართულობას და პროცესის გამჭვირვალობას პროექტის სრული ციკლის განმავლობაში;
· პროგრამის მნიშვნელოვანი ფოკუსირების საგანი იქნება სამიზნე ჯგუფების შესაძლებლობების გაძლიერება და ადვოკატირების ღონისძიებები;
· პროგრამის ძირითადი პრიორიტეტი იქნება ნარჩენების მართვის ყველა ასპექტში მეცნიერების, ტექნოლოგიებისა და ინოვაციების დანერგვა;
· პროგრამის მთავარი ფოკუსირების საგანი იქნება რეპლიკაციის შესაძლებლობის მქონე ინტერვენციები, რომლებიც ასახავს საუკეთესო პრაქტიკას ნარჩენების მართვის სფეროში საერთაშორისო სტანდარტებსა და გამოცდილებაზე დაყრდნობით;
· პროგრამის სტრატეგიული მიდგომა იქნება ინკლუზიურობა და თანაბარი შესაძლებლობები საზოგადოების ყველა ჯგუფისთვის.
პროგრამის ძირითადი მიმართულებები:

 

· ნარჩენების მართვის ინტეგრირებული სისტემის განხორციელება;
· ნარჩენების გადამამუშავებელი კერძო სექტორი;
· ნარჩენების უკანონო განთავსების ჯარიმები და სატარიფო პოლიტიკა;
· საზოგადოებასთან ურთიერთობა;

 

კომპონენტი 1: ნარჩენების ინტეგრირებული მართვის სისტემის განხორციელება

 

1.1. ადგილობრივი მუნიციპალიტეტებისა და რეგიონებისთვის დახმარების გაწევა გენდერულად სენსიტიური მუნიციპალური ნარჩენების მართვის გეგმების შემუშავებასა და განხორციელებაში;
1.2 ადგილობრივი თვითმმართველობების დახმარება არალეგალური/უკონტროლო ნაგავსაყრელების დახურვისა და/ან რემედიაციის გეგმების შემუშავებაში.

 

კომპონენტი 2: ნარჩენების გადამამუშავებელი კერძო სექტორი

 

2.1. ძირითადი პროდუქტების, მარკეტინგული და გაყიდვების არხებისა და პოტენციური ნარჩენების დამახარისხებელი და გადამამუშავებელი კერძო კომპანიების იდენტიფიცირება WMTR I–ის მიერ ჩატარებულ საბაზრო კვლევაზე დაყრდნობით;
2.2. კვლევის ძირითადი შედეგების (მაგ., ზემოაღნიშნული პროდუქცია, ბაზრების და გაყიდვის არხები) გამოვლენა სახელმწიფო დონეზე და საქართველოს მთავრობასთან, საქართველოში გადამამუშავებელი ბიზნეს გარემოს გასაუმჯობესებლად მუშაობისა და ნარჩენების მართვის ასოციაციის ადვოკატირების შესაძლებლობის განვითარების მიზნით;
2.3. გადამამუშავებელი და შემგროვებელი კომპანიების იდენტიფიცირება და მათი ბიზნეს ოპერაციების, მოთხოვნისა და მიწოდების და საჭიროებების შეფასება. კომპანიებისთვის ბიზნეს–გეგმების შემუშავებაში დახმარების გაწევა, რომლებიც ორინტირებული იქნება ოპერაციების გაუმჯობესებაზე, შემოსავლების გაზრდასა და/ან ოპერატიული ხარჯების შემცირებაზე. ტექნიკური დახმარების გაწევა და ტრენინგი ბიზნესსა და მენეჯმენტში და ბიზნეს კავშირების დამყარება ნარჩენების დამახარისხებელ, შემგროვებელ, გადამამუშავებელ და შემგროვებელ კომპანიებს შორის;
2.4. ნარჩენების შემგროვებელი და გადამამუშავებელი კომპანიების მხარდაჭერა თანამედროვე და ეფექტური აჭღურვილობის გამოყენებაში, მასთან დაკავშირებული ტექნიკური უნარების გაუმჯობესებაში და ეფექტური და ეფექტიანი საწარმოო პროცესების დანერგვა გადამუშავებული პროდუქციის ხარისხის გაუმჯობესების მიზნით;
2.5. გადამამუშავებელი კომპანიებისთვის დახმარება მარკეტინგული გეგმების შემუშავებაში და გადამუშავებული პროდუქციის მარკეტინგსა და ეტიკეტირების პროცედურების გაუმჯობესებაში, საქართველოში გადამუშავებულ პროდუქციაზე მოთხოვნის გაზრდის მიზნით;
2.6. გადამამუშავებელი კომპანიების მხარდაჭერა ხარისხის მართვის სისტემების დანერგვაში;
2.7. პროექტის დაინტერესებული მხარეებისთვის დახმარების გაწევა ისეთი სტრატეგიების შემუშავებაში, რომლებიც უზრუნველყოფს ქალებისთვის და კაცებისთვის გადაწყვეტილების მიღების პროცესში და ნარჩენების მართვის გაუმჯობესებულ პრაქტიკაში თანაბარ ხელმისაწვდომობას და მონაწილეობას;

 

კომპონენტი 3: ნარჩენების უკანონო განთავსების ჯარიმები და სატარიფო პოლიტიკა

 

3.1. საქართველოს სამთავრობო უწყებებთან, ადგილობრივი და რეგიონული ხელისუფლების ორგანოებთან მჭიდრო თანამშრომლობა WMTR I–ის მიერ შემუშავებული ხარჯების ამოღების ტარიფების მეთოდოლოგიის განხორციელების მიზნით;
3.2. საქართველოს სამთავრობო უწყებებთან მჭიდრო თანამშრომლობა ნარჩენების მართვის ახალი კოდექსის განხორციელების, ჯარიმების სისტემასთან შესაბამისობისა და ადგილობრივი თვითმმართველობების მიერ ახალი კოდექსის საფუძვლიანი განხორციელებისთვის საჭირო შესაძლებლობების გასაძლიერებლად;
3.3. ადგილობრივი თვითმმართველობისთვის ნარჩენების განთავსების სათანადო სისტემების შემუშავებაში დახმარების გაწევა.

 

კომპონენტი 4: საზოგადოებასთან ურთიერთობა

 

4.1. ნარჩენების გადამუშავების ხელშეწყობაში ჩართული დაინტერესებული მხარეების, მათ შორის კერძო სექტორის, ადგილობრივი თვითმმართველობებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების შესაძლებლობების გაძლიერება 4R მიდგომის – ნარჩენების შემცირება, ხელახალი გამოყენება, ახალი მიზნით ხელახალი გამოყენება და გადამუშავება – პოპულარიზაციისა და დროთა განმავლობაში შესაბამისი ქცევითი ცვლილებების დანერგვის ხელშეწყობის მიზნით;
4.2. თემებში, ახალგაზრდულ ჯგუფებში და სკოლის მოსწავლეებში ნარჩენების მართვის შესახებ ცოდნის გაღრმავება ნარჩენების სეპარირების, გადამუშავებისა და ნარჩენების მართვის სხვა აქტივობების შესახებ ცნობიერების ამაღლებისა და ამ პროცესებში მათი ჩართვის მიზნით;
4.3. სამიზნე თემებში სკოლის მოსწავლეებს შორის 4R–ის შესახებ ინფორმირებულობის ამაღლების ხელშეწყობა;
4.4. ნარჩენების სეპარირებისა და გადამუშავების კონცეფციისა და მისი ძლიერი მხარეების პოპულარიზაცია;
4.5. ბიზნეს სექტორის ჩართვა ნარჩენების დახარისხებისა და გადამუშავების ადვოკატირებასა და პოპულარიზაციაში მათი კორპორატიული სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში.

X

бѓбѓђбѓбѓљбѓќбѓбѓђ !

бѓЈбѓбѓђбѓЄбѓбѓђбѓбѓђбѓ, бѓђбѓЎбѓбѓбѓ бѓбѓљ-бѓбѓќбѓЎбѓўбѓђ бѓђбѓбѓЎбѓбѓбѓќбѓбѓЎ бѓЈбѓбѓбѓ, бѓбѓбѓбѓќбѓбѓ бѓбѓќбѓбѓбѓбѓбѓбѓбѓ

бѓђбѓбѓбѓбѓбѓбѓ :