fbpx

ატმის ღირებულებათა ჯაჭვის ანალიზი კახეთის რეგიონში

სოფლის მეურნეობის დარგს მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს საქართველოს ეკონომიკაში. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია სოფლის მეურნეობა რეგიონების განვითარებისთვის, სადაც მოსახლეობის უმეტესი ნაწილი სწორედ ამ სექტორშია დასაქმებული და ბევრი რეგიონის შემთხვევაში სწორედ სოფლის მეურნეობაა ეკონომიკის მთავარი კონტრიბუტორი.

 
ამ კვლევის ძირითად მიზანს წარმოადგენს კახეთის რეგიონში ატმის ღირებულებათა ჯაჭვის ანალიზი, რაც გულისხმობს ამ სექტორის დეტალურად შესწავლას და განვითარების სამომავლო პერსპექტირევის განსაზღვრას.

 
კახეთის ნიადაგი და კლიმატური პირობები ხელსაყრელია ატმის წარმოებისათვის. სწორედ ეს იყო მთავარი ფაქტორი გასულ საუკუნეში როდესაც აქ ატმის ფართობების გაშენება დაიწყეს. დღეს კახეთი გვევლინება ატმის მთავარ მწარმოებელ რეგიონად სადაც მოსახლეობის გარკვეული რაოდენობა არის დასაქმებული და შესაბამისად შემოსავლებსაც ამ სექტორიდან იღებს.

 
ადგილობრივი მოხმარების გარდა, ატამი წარმოადგენს ერთ-ერთ საექსპორტო პროდუქტსაც რომელსაც ყოველწლირად შემოსავლები მოაქვს საქართველოს ეკონომიკისათვის. მიუხედავად ამისა, დარგში არსებობს უამრავი გამოწვევა, რაც საჭიროებს კომპლექსურ მიდგომებს ამ დარგის ღირებულებათა ჯაჭვის ყოველ რგოლში, იმისათვის რათა დარგი კიდევ უფრო განვითარდეს და კიდევ უფრო მეტი დამატებული ღირებულება შექმნას ქვეყნის ეკონომიკისათვის.

 

Peaches VCA report- geo

 

X

бѓбѓђбѓбѓљбѓќбѓбѓђ !

бѓЈбѓбѓђбѓЄбѓбѓђбѓбѓђбѓ, бѓђбѓЎбѓбѓбѓ бѓбѓљ-бѓбѓќбѓЎбѓўбѓђ бѓђбѓбѓЎбѓбѓбѓќбѓбѓЎ бѓЈбѓбѓбѓ, бѓбѓбѓбѓќбѓбѓ бѓбѓќбѓбѓбѓбѓбѓбѓбѓ

бѓђбѓбѓбѓбѓбѓбѓ :