fbpx

საქართველოში ტყისა და ლანდშაფტის გაუმჯობესებული მართვის ხელშეწყობა

საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტრო და მსოფლიო რესურსების ინსტიტუტი (WRI) ერთობლივად ახორციელებს გლობალური გარემოსდაცვითი ფონდის (GEF) მიერ დაფინანსებულ პროექტს – “Global Forest Watch (GFW) Georgia”. პროექტის ბიუჯეტი წარმოადგენს 1,500,000 აშშ დოლარს და სამინისტროს მხრიდან არაფულად 2,000,000 აშშ დოლარით კონტრიბუციას (In-kind contribution), რომლის ფარგლებშიც გაეროს გარემოსდაცვითი პროგრამა (UNEP) წარმოდგენილია როგორც განმახორციელებელი სააგენტო, მსოფლიო რესურსების ინსტიტუტი (WRI) – აღმასრულებელი სააგენტო და გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტრო როგორც აღმასრულებელი პარტნიორი.

 

პროექტის ძირითად მიზანს წარმოადგენს გადაწყვეტილების მიმღებ პირთა ტექნოლოგიითა და ინფორმაციით წახალისება და ხელშეწყობა უმეტესწილად კი ტყისა და ტყიანი ლანდშაფტების არეალში. პროექტის წარმატებით განხორციელება და მისი შედეგები გააუმჯობესებს მიწათსარგებლობასა და ტყეებზე ინფორმაციის ხელმისაწვდომობას, გამჭვირვალობას და სიზუსტეს, ასევე, უზრუნველყოფს ინფორმაციის აქტიურ გამოყენებას და ხელს შეუწყობს სატყეო სექტორთან დაკავშირებული ღონისძიებების როგორც დაგეგმვასა და განხორციელებას, ასევე მონიტორინგს.

 

პროექტის განხორციელება ხელს უწყობს საქართველოსა და ევროკავშირს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმების, ღრმა და ყოვლისმომცველი სავაჭრო სივრცის შესახებ ხელშეკრულების (DCFTA) 233-ე მუხლით ნაკისრი ვალდებულებისა და სამოქმედო გეგმის, ასევე ახალი ტყის კოდექსის 24-ე მუხლის აღსრულებას ახალი ტექნოლოგიებისა და თანამედროვე ტყის საინფორმაციო და მონიტორინგის სისტემის დანერგვით. პროექტით გათვალისწინებული ღონისძიებების აღსრულება ასევე დაეხმარება სამინისტროს სხვადასხვა საერთაშორისო ვალდებულებების, მაგ. “Forest Europe”, “UNFF”, “SDGs”, “FAO”, “UNECE”-ის ფარგლებში არსებული ეროვნული ანგარიშგების (რეპორტების) ხარისხის უზრუნველყოფაში, ამასთან, აღსანიშნავია, რომ შესაძლებელი გახდება საერთაშორისოდ აღიარებული ტყის მდგრადი მართვის კრიტერიუმებისა და ინდიკატორების მიხედვით მონაცემთა სისტემური შეგროვება, დამუშავება, ანალიზი და გამარტივებული ვიზუალიზაცია, რომელიც ასევე დაეხმარება სამინისტროს ტყისა და მიწათსარგებლობის კუთხით გადაწყვეტილებების მიღების პროცესში, ასევე ტყით სარგებლობისა და ტყის ტენდენციების მონიტორინგსა და ანალიზში.

 

დეტალური ინფორმაციისათვის, იხილეთ შემდეგი ფაილი:

GFW პროექტის შესახებ

 

საკონტაქტო ინფორმაცია

 

პროექტის ეროვნული კოორდინატორი ეკატერინე ნაკაშიძე, +995 577905117, catherine.nakashidze@wri.org

 

Global Forest Watch წარმომადგენელი საქართველოში გიგია ალექსიძე, +995 599 007 107, g.aleksidze@moe.gov.ge

 

 

X

бѓбѓђбѓбѓљбѓќбѓбѓђ !

бѓЈбѓбѓђбѓЄбѓбѓђбѓбѓђбѓ, бѓђбѓЎбѓбѓбѓ бѓбѓљ-бѓбѓќбѓЎбѓўбѓђ бѓђбѓбѓЎбѓбѓбѓќбѓбѓЎ бѓЈбѓбѓбѓ, бѓбѓбѓбѓќбѓбѓ бѓбѓќбѓбѓбѓбѓбѓбѓбѓ

бѓђбѓбѓбѓбѓбѓбѓ :