საქართველოს პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტმა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს, სხვა დარგობრივი უწყებების წარმომადგენლებისა და შესაბამისი დარგის სპეციალისტების აქტიური მონაწილეობით, “მწვანე ბიუჯეტის პროექტი“ მოამზადა.
„მწვანე ბიუჯეტის პროექტი“ ამ სახის პირველი სახელმძღვანელო დოკუმენტია საქართველოს პარლამენტისთვის და მიზნად ისახავს გარემოსდაცვითი საკანონმდებლო და ინსტიტუციური რეფორმების საბიუჯეტო მხარდაჭერას. მასში გაანალიზებულია სახელმწიფოს გარემოსდაცვითი ფუნქციების ეფექტიანობა ლოკალური გამოწვევებისა და საერთაშორისო ვალდებულებების ჭრილში, გამოყოფილია პრიორიტეტები და მასზე დაყრდნობით გაწერილია რეკომენდაციები 2021 და შემდგომი წლების ბიუჯეტებისთვის. ანალიზი მოიცავს როგორც დარგობრივი უწყებების საშუალოვადიან სამოქმედო გეგმებს, ასევე ინტერსექტორულ საკითხებსაც, როგორიცაა სოფლის განვითარება, ენერგოეფექტიანობა, მწვანე ენერგეტიკა, მწვანე ბიზნესი, ეკოტურიზმი და გარემოსდაცვითი განათლება.
„მწვანე ბიუჯეტის პროექტი“ მომზადდა პროექტის „ტყის მდგრადი მართვა სოფლის განვითარებისათვის“ მხარდაჭერით, რომელიც ხორციელდება CENN-ის მიერ, ავსტრიის განვითარების თანამშრომლობის (ADC) დაფინანსებით. დოკუმენტის ბეჭდური ვერსია საქართველოს პარლამენტის მიერ ახლო მომავალში გამოიცემა.
გადმოწერეთ დოკუმენტი