fbpx

დედამიწის საათი 2018

Untitled design (1)

24  მარტს, ადგილობრივი დროით 20:30-დან 21:30 საათამდე საქართველო  დედამიწის საათსმეათედ აღნიშნავს

დაუკავშირდი დედამიწას  – „დედამიწის საათისმეთერთმეტე  რაუნდი მსოფლიოში 2018 წლის 24 მარტს აღინიშნება.  ადგილობრივი დროით, საღამოს 20:30 საათიდან, კამპანია მთელ დედამიწას მოიცავს. ეს მსოფლიოში უდიდესი გარემოსდაცვითი აქციაა, რომლის დროსაც მილიონობით ადამიანი ერთი საათით ელექტროენერგიის გამოყენებაზე უარს აცხადებს და ამით პლანეტის მწვანე და უსაფრთხო მომავლის მხარდაჭერას გამოხატავს.

საქართველოში დედამიწის საათი გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ეგიდით და CENN-ის, ავსტრიის თანამშრომლობა განვითარებისთვის (ADC), ბუნების დაცვის მსოფლიო ფონდის (WWF), ქალაქ თბილისის მერიის,  აჭარის გარემოსდაცვის სამმართველოს, აგრეთვე სხვა საჯარო და კერძო ორგანიზაციებისა და კომპანიების მხარდაჭერით იმართება.

ღონისძიების მთავარი მიზანია კლიმატის ცვლილების შესახებ ინფორმაციის მიწოდება, საზოგადოების გარემოსდაცვითი ცნობიერების ამაღლება, პასუხისმგებლობის გაზრდა, საკუთარი ქცევის შეფასება და შეცვლა გარემოს სასარგებლოდ. ამ დღეს მსოფლიოს ყველაზე ცნობილი ღირსშესანიშნაობებიდედამიწის საათისდადგომისას კიდევ ერთხელ ჩაბნელდებიან და მისი მხარდამჭერები მთელი მსოფლიოს მასშტაბით კლიმატის ცვლილების შესაცვლელ მხარდამჭერ აქციას შეუერთდებიან.

CENN-ის მხარდაჭერით ერთი საათის განმავლობაში შუქები ჩაქვრება თბილისის, ბათუმისა და ზუგდიდის მუნიციპალურ და კერძო შენობებზე.  აქციის ფარგელბში, თბილისის სატელევიზიო ანძა მთელი ღამის განმავლობაში მწვანედ განათდება. ჩაქვრება ბათუმის მთავრობის შენობა, ანბანის კოშკი და სასტუმრო შერატონი. კამპანია ერთი საათის ფარგლებს უკვე გასცდა და მიზნად საზოგადოებაში რესურსების მდგრადი მოხმარების დამკვიდრებას ისახავს.

დედამიწის საათთანდაკავშირებული ღონისძიებები:

თბილისი

10:00-14:00

ლისის ტბის მიმდებარე ტერიტორიაზე, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინიციატივით, საქართველოს კორპორატიული სპორტის ფედერაციის მხარდაჭერით, ველოტური და გარბენი გაიმართა, რომელშიც მონაწილეობას მინისტრ ლევან დავითაშვილთან ერთად, პროფესიონალი და მოყვარული ველომრბოლელები მიიღებენ

დაესწარი ღონისძიებას

20:30-21:30

კამპანიის ფარგლებში, „დედაენის  ბაღში გაიმართება ღონისძიების ოფიციალური გახსნა. დაგეგმილია არაერთი გასართობშემეცნებითი ღონისძიება.  გაიმართება დრამერების შოუ, ხოლო საღამოს მუსიკალურად  ჯგუფებიბანდეროლიდარეზო და ბავშვებიგააფორმებენ.

დაესწარი ღონისძიებას

ბათუმი

12:00-14:00

აჭარის გარემოსდაცვის სამმართველოს მხარდაჭერით, აჭარის სატყეო სამსახურის სააქტო დარბაზში მოსწავლეებისთვის დედამიწის საათისადმი მიძღვნილი კონოჩვენება მოეწყობა.

20:30-21:30

ბათუმის სასტუმრო შერატონში დედამიწის საათის ოფიციალური გახსნის ცერემონია გაიმართება, სადაც ადგილობრივი ხელისუფლების, CENN-ისა და მასპინძელი სასტუმროს ადმინისტრაცია ერთობლივად ჩააქრობენ სინათლეს 20:30 საათზე.

20:00 – 21:30

Critical Mass Batumi და CENN ბათუმელებს ველომარათონში მონაწილეობის მისაღებად ეპატიჟებიან. მსვლელობა დაიწყება შერატონის მიმდებარე ტერიტორიიდან და რუსთაველის ქუჩით გაგრძელდება ტრადიციული მარშუტით, ხოლო გორგილაძისა და 26 მაისის ქუჩების კვეთასთან გადაუხვევს მთავარი მარშუტიდან, საიდანაც უკან დაბრუნდება სასტუმრო შერატონთან.

დაესწარი ღონისძიებას

ზუგდიდი

20:30-21:30

დედამიწის საათისადმი მიძღვნილ საზეიმო ღონისძიებას ზუგდიდის მერი და CENN-ის ადგილობრივი წარმომადგენელი გახსნიან. ზუგდიდის იუსტიციის სახლის წინ სიმბოლურად “60+” სანთლები დაინთება და შუქი ჩაქვრება ქალაქის ძირითად შენობებზე.

X

бѓбѓђбѓбѓљбѓќбѓбѓђ !

бѓЈбѓбѓђбѓЄбѓбѓђбѓбѓђбѓ, бѓђбѓЎбѓбѓбѓ бѓбѓљ-бѓбѓќбѓЎбѓўбѓђ бѓђбѓбѓЎбѓбѓбѓќбѓбѓЎ бѓЈбѓбѓбѓ, бѓбѓбѓбѓќбѓбѓ бѓбѓќбѓбѓбѓбѓбѓбѓбѓ

бѓђбѓбѓбѓбѓбѓбѓ :