fbpx

მედია პროექტ ,,სატყეო რეფორმის“ შედეგები

მედია პროექტი – „სატყეო რეფორმა“ გამარჯვებული ჟურნალისტების გამოვლენით დასრულდა.

 

კონკურსში მონაწილეობას იღებდნენ მედიის წარმომადგენლები, რომელთაც ჯილდოები შემდეგ ნომინაციებში გადაეცათ: საუკეთესო სატელევიზიო რეპორტაჟი; საუკეთესო სტატია; საუკეთესო რადიო რეპორტაჟი; აქტიური სატელევიზიო გაშუქება; აქტიური გაშუქება ბეჭდურ მედიაში; აქტიური გაშუქება ინტერნეტ მედიაში; საზოგადოების რჩეული.

პრიზი საუკეთესო სატელევიზიო რეპორტაჟისთვის „აჭარის ტელევიზიას“ ერგო.

 

გამარჯვებული სიუჟეტის სანახავად მიჰყევით ბმულს.

 

ყველაზე მეტი თემატური ვიდეო რეპორტაჟი ტელეკომპანია „ბორჯომმა“ მოამზადა და შესაბამისი ნომინაციისათვის განკუთვნილი ჯილდოს მფლობელი გახდა.

 

საზოგადოების რჩეული სტუდია „მონიტორის“ მიერ მომზადებული სიუჟეტი გახდა, ხოლო პრიზი საუკეთესო რადიო რეპორტაჟისთვის „რადიო თავისუფლების“ ჟურნალისტს – თათა კაჭკაჭიშვილს ერგო.

 

საუკეთესო სტატიის ნომინაციაში მარიკა ვაჭარაძემ, ხოლო აქტიური მედია გაშუქების ნომინაციაში – ოლიკო ცისკარიშვილმა გაიმარჯვა.

 

გამარჯვებულები მეტყევის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე გამოვლინდნენ.

 

ნახეთ ,,რუსთავი 2“-ის მიერ მომზადებული ვიდეო რეპორტაჟი.

 

მედია პროექტი მიზანად ისახავდა სატყეო დარგის პოპულარიზაციასა და ჟურნალისტების კვალიფიკაციის ამაღლებას სატყეო სფეროში ძირითადი გამოწვევებისა და განვითარების შესაძლებლობების შესახებ. პროექტში ჩართულმა ჟურნალისტებმა გადამზადების კურსები დარგის წამყვან ექსპერტებთან ერთად გაიარეს. ასევე, მოეწყო მედიატურები საქართველოს ტყეების მოწყვლად უბნებზე. შედეგად, პრობლემები აქტიურად შუქდებოდა სატელევიზიო, ბეჭდურ, რადიო და ინტერნეტ მედიაში.

 

პროექტი კავკასიის გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციების ქსელის (CENN), ავსტრიის თანამშრომლობა განვითარებისთვის (ADA), გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის (GIZ) და მსოფლიო რესურსების ინსტიტუტის (WRI) მხარდაჭერით განხორციელდა.

 

 

 

X

бѓбѓђбѓбѓљбѓќбѓбѓђ !

бѓЈбѓбѓђбѓЄбѓбѓђбѓбѓђбѓ, бѓђбѓЎбѓбѓбѓ бѓбѓљ-бѓбѓќбѓЎбѓўбѓђ бѓђбѓбѓЎбѓбѓбѓќбѓбѓЎ бѓЈбѓбѓбѓ, бѓбѓбѓбѓќбѓбѓ бѓбѓќбѓбѓбѓбѓбѓбѓбѓ

бѓђбѓбѓбѓбѓбѓбѓ :