ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით მიმდინარე პროექტი “წყალი სიღარიბის აღმოსაფხვრელად“, რომელსაც ახორციელებს CENN, აცხადებს საგრანტო კონკურსს, რომლის მიზანია საქართველოს 7 მუნიციპალიტეტში (დმანისი, მარნეული, თეთრიწყარო, წალკა, ახმეტა, საგარეჯო, ლაგოდეხი) სოციალურად დაუცველი და მოწყვლადი მრავალეთნიკური თემების მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვისა და საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესების ხელშეწყობა.
პროექტის კონკრეტული მიზნებია სოციალურად მოწყვლადი ჯგუფების ჯანმრთელობისა და სოციალური უფლებების დაცვა, მრავალეთნიკურ სოფლის თემებში ქალებისა და ახალგაზრდების კეთილდღეობის გაზრდა, წყლის, სანიტარიისა და ჰიგიენის (WASH) სტანდარტების დანერგვა და ცნობიერების ამაღლება წყალზე, სანიტარიასა და ჰიგიენაზე.
საგრანტო კონკურსის მიზანი
საგრანტო კონკურსის მიზანია, სოციალურად დაუცველ თემებში და სამიზნე ობიექტებში (სკოლები, საბავშვო ბაღები, პირველადი ჯანდაცვის ცენტრები) სასმელ წყალზე, სანიტარიისა და ჰიგიენის სერვისებზე ხელმისაწვდომობის გაზრდა მცირე ინფრასტრუქტურული და საგანმანათლებლო პროექტების განხორციელების გზით.
საგრანტო კონკურსის პრიორიტეტული მიმართულებებია:
– ჯანმრთელობის დაცვა და სოციალური კეთილდღეობა;
– განათლება და ცნობიერების ამაღლება;
– მცირე ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელება;
– გარემოს დაცვა და ბუნებრივი რესურსების მართვა (მაგ.: წყალშემკრები აუზი, ნარჩენების მართვა და სხვ).
კონკურსში მონაწილეობა
საგრანტო კონკურსში მონაწილეობის უფლება აქვს, საქართველოში რეგისტრირებულ შემდეგ სუბიექტებს:
– არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირებს (არასამთავრობო ორგანიზაცია, ასოციაცია, ფონდი და ა.შ);
– სამიზნე მუნიციპალიტეტებში არსებული თვითმართველობის საჯარო სამართლის იურიდიული პირებს;
– სამიზნე მუნიციპალიტეტებში არსებული კულტურულ/საგანმანათლებლო ორგანიზაციებს;
– საინიციატივო ჯგუფებს.
საგრანტო დაფინანსების შესაძლებლობა და ოდენობა
– მთლიანად დაფინანსდება 7 ინიციატივა;
– დაფინანსების მაქსიმალური ოდენობა ცალკეული ინიციატივისთვის შეადგენს – 2,000 ევროს, ხოლო მინიმალური 500 ევროს .
* განმცხადებლებს არ მოეთხოვებათ ფულადი თანამონაწილეობა.
დონორი ორგანიზაცია იტოვებს უფლებას გამარჯვებული პროექტების განხორციელების ეტაპზე, ხარჯთ–ეფექტურობის მაქსიმიზაციის და ოპტიმიზაციის მიზნით შეისყიდოს და გადასცეს ძირითადი საშუალებები (ასეთის არსებობის შემთხვევაში) ბენეფიციარს.
განაცხადები (სრულად შევსებული საგრანტო განაცხადის ფორმა და ბიუჯეტი) წარდგენილ უნდა იქნეს არაუგვიანეს 2019 წლის 7 აგვისტოსი (18:00 სთ), ელექტრონული ფორმით შემდეგ მისამართზე: giorgi.orkodashvili@cenn.org
დაგვიანებული ან შეუსაბამო განაცხადები არ განიხილება.
საგრანტო სახელმძღვანელო, საგრანტო განაცხადის ფორმა და ბიუჯეტი იხილეთ შემდეგ ფაილებში: