პროექტი მიზნად ისახავს სოციალურად დაუცველი მოსახლეობის კეთილდღეობის გაუმჯობესებას, WASH (წყალი, სანიტარია და ჰიგიენა) სტანდარტების დანერგვას, ადგილობრივი ქალებისა და ახალგაზრდებისათვის შესაძლებლობების გაზრდას.
პროექტს გააჩნია შემდეგი გამოწვევები:
– სოციალურად დაუცველი ჯგუფების მძიმე მდგომარეობა WASH პირობებში
– საზოგადოების არაინფორმირებულობა, უნარ–ჩვევების ნაკლებობა და ცუდი ჰიგიენური–სანიტარული ჩვევები .
– არარსებული ან ცუდ მდგომარეობაში არსებული ინფრასტრუქტურა, ფინანსური რესურსების ნაკლებობა
გამოწვევების დასაძლევად და პროექტის მიზნების მისაღწევად დაგეგმილია შემდეგი ღონისძიებები:
– WASH პირობების შეფასება მოწყვლად ჯგუფებში. წყლისა და სანიტარიისადმი ხელმისაწვდომობის გასაზრდელად პრიორიტეტული ზომების იდენტიფიცირება და განხორციელება.
– მრავალეთნიკურ თემებში მოწყვლადი ჯგუფების შესაძლებლობების გაზრდა, რათა შეძლონ ჯანდაცვისა და ადეკვატური ცხოვრების პირობების ადვოკატირება, ხელი შეუწყონ გაუმჯობესებული ჰიგიენური პირობების დანერგვას.
– მოწყვლად ჯგუფებთან WASH აუცილებლობების კომუნიკაცია, შესაბამისი პოლიტიკისა და ინსტიტუციური გარემოს შესაქმნელად.
“საქართველოს WASH (წყალი, სანიტარია და ჰიგიენა) სათემო ინიციატივა“ ხორციელდება CENN–ის მიერ, Global Water Challenge-ისა და კოკა-კოლას ფონდის (TCCF) ფინანსური მხარდაჭერით, New World Program – ის ფარგლებში.