წარმოდგენილ პუბლიკაციაში გაანალიზებულია ქალაქ თბილისის საზღვრებში მდინარე მტკვრის შენაკადებზე კატასტროფული შედეგების მომტანი წყალმოვარდნების წარმოქმნის ფიზიკურ-გეოგრაფიული და გეოეკოლოგიური პირობები. შეფასებულია მდინარე ვერეზე 2015 წლის 13 ივნისს მომხდარი წყალმოვარდნით გამოწვეული სარეაბილიტაციო ღონისძიებები და მოცემულია მომავალში ძლიერი წყალმოვარდნების ხდომილებით მოსალოდნელი ნეგატიური შედეგების შერბილების ან თავიდან აცილების ზოგადი ხასიათის რჩევები.
გადმოწერეთ პუბლიკაციის ელ-ვერსია: კატასტროფული წყალმოვარდნების საფრთხე ქალაქ თბილისში
პუბლიკაცია მომზადდა პროექტის – „ტყის მდგრადი მართვა საქართველოში“ – ფარგლებში, ავსტრიის თანამშრომლობა განვითარებისათვის – ADC-ის – მხარდაჭერით.
პუბლიკაციის შინაარსზე პასუხისმგებელია პროექტის განმახორციელებელი და, შესაძლებელია, არ გამოხატავდეს ADC-ის მოსაზრებებსა და შეხედულებებს.
© CENN
რედაქტორი:
ჭიჭიკო ჯანელიძე