CENN-მა, ავსტრიის განვითარების თანამშრომლობის (ADC) მხარდაჭერით, სოფლად მდგრადი ენერგეტიკული გადაწყვეტილებების რეგიონული გეგმები გამოაქვეყნა, რომელიც WEG-ენერჯისთან ერთად მომზადდა და საქართველოს ოთხ რეგიონს – კახეთს, მცხეთა-მთიანეთს, სამეგრელო-ზემო სვანეთსა და აჭარას მოიცავს.
დოკუმენტში თავმოყრილია ღირებული ინფორმაცია და გაწერილია რეკომენდაციები, როგორც ეროვნულ, ისე რეგიონულ და სათემო დონეზე. ეს არის საბაზისო რესურსი დარგობრივი და უწყებათშორისი პროგრამებისათვის. გეგმებს საფუძვლად უდევს ფუნდამენტური კვლევები რამდენიმე საკვანძო მიმართულებით:
-ენერგორესურსების წარმოებისა და მოხმარების არსებული სისტემების გაუმჯობესება;
-ენერგორესურსების წარმოებისა და მოხმარების არსებული სისტემების გაუმჯობესება;
-ღირებულებათა ჯაჭვის შექმნის ხელშეწყობა;
-საჯარო-კერძო პარტნიორობის განვითარება;
-ბაზრის განვითარება;
-ცნობიერების ამაღლება;
-სტანდარტები და ტექნოლოგიები;
ანგარიში მომზადდა პროექტის ტყის მდგრადი მართვა საქართველოში ფარგლებში, რომელიც ავსტრიის თანამშრომლობა განვითარებისათვის (ADC) ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება. დოკუმენტის შინაარსზე პასუხისმგებელია პროექტის განმახორციელებელი და შესაძლებელია არ ემთხვეოდეს ADC-ის მოსაზრებებს და შეხედულებებს.