CENN-მა ავსტრიის განვითარების თანამშრომლობის (ADC) მხარდაჭერით საქართველოს სოკოების საველე გზამკვლევი შეიმუშავა.
გზამკვლევი საველე პირობებში სოკოების ამოცნობაში დაგეხმარებათ. აქ გაეცნობით საქართველოში გავრცელებულ 150 სახეობის მაკრომიცეტს და მიიღებთ ინფორმაციას სოკოების აგებულების, შეგროვებისა და მოწამვლის საფრთხეების შესახებ.
თითოეული სახეობა წარმოდგენილია შემდეგი მახასიათებლებით:
* სახეობის ქართული, ლათინური და ინგლისური სახელწოდება;
* მორფოლოგიური აღწერა;
* ჰაბიტატი, სუბსტრატი და სეზონურობა;
* კონტინენტური გავრცელება;
* გამოყენება (საკვებად ვარგისობა/ტოქსიკურობა).
საქართველოს სოკოების საველე მეგზური შეიქმნა პროექტის – ტყის მდგრადი მართვა სოფლის განვითარებისათვის – ფარგლებში.