бѓђбѓбѓбѓбѓбѓбѓ :
ტყე საქართველოსთვის განსაკუთრებული ფასეულობის მქონე ბუნებრივი რესურსია. მას უდიდესი ეროვნული, რეგიონული და გლობალური მნიშვნელობა აქვს და ქვეყნის ტერიტორიის დაახლოებით 40%-ს მოიცავს. საქართველოში ტყე არა მხოლოდ უნიკალური ბიომრავალფეროვნების შენარჩუნებას განაპირობებს, არამედ ასრულებს სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის სოციალურ-ეკოლოგიურ ფუნქციებს. მოსახლეობას უწყვეტად აწვდის სასიცოცხლო რესურსებს, უზრუნველყოფს ადამიანების კეთილდღეობას, სიღარიბის აღმოფხვრასა და ეკონომიკის ისეთი დარგების მდგრად განვითარებას, როგორიცაა სოფლის მეურნეობა, ენერგეტიკა, ტურიზმი.
ტყეების დაცვის აუცილებლობა გლობალურ დონეზეა აღიარებული. საქართველო წარმოადგენს რიგი საერთაშორისო ხელშეკრულებებისა და შეთანხმებების ხელმომწერ მხარეს, რითიც ქვეყანას იღებს ვალდებულებას, უზრუნველყოს ტყეების მართვა მდგრადი პრინციპების გათვალისწინებით.
სიახლეები...
...ყველაADC-ისა და CENN-ის მხარდაჭერით კისისხევის ხეობის ტყეებში საფეხმავლო ბილიკები მოეწყო
06.02.2023
თელავი, ძირითადად, ღვინოსთან და ისტორიასთან ასოცირდება და ამ მხრივ, მართლა განსაკუთრებული ტურისტული პროდუქტებითა და მომსახურებებით დაიკვეხნის. თუმცა, არცთუ ისე ბევრმა იცის სრულიად უნიკალური ადგილების შესახებ, აქაური ღვინის მარნებიდან თუ სასტუმროებიდან “ფეხის გადადგმაზე როა” და ტურისტს ბუნებაში და დ
საქართველოს ტყეში მოკრეფილი სოკოს შეძენა უკვე ინტერნეტით შეიძლება
20.01.2023
ტყის სოკოების ქართულენოვანი ახლახანს შექმნილი ონლაინმაღაზია Boletto https://boletto.ge/, ადგილობრივ მომწოდებლებთან თანამშრომლობით, მთელი საქართველოს მასშტაბით აგროვებს ტყის სოკოებს. მიწოდების ჯაჭვი საქართველოს ტყეებსა და მაღალმთიან სოფლებში იწყება. ადგილობრივი მომწოდებლები დილით შეგროვებულ ტყი