დასარეგისტრირებლად მიჰყევით ბმულს
CENN, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან და საქართველოს პარლამენტთან ერთად, აცხადებს სასკოლო კონკურსს ნიკო კეცხოველის 2019 წლის პრემიის მოსაპოვებლად. წლევანდელი
თემაა – მდგრადი განვითარების მიზნები.
კონკურსის მიზნები
გარემოსდაცვითი განათლებისა და სამოქალაქო ჩართულობის მხარდაჭერა
• მდგრადი განვითარების მიზნების შესახებ ცნობიერების ამაღლება
ახალგაზრდებში და ადგილობრივ თემში
• გარემოსდაცვითი და სათემო ინიციატივების, პროექტების
მართვის, დოკუმენტაციის წარმოების, წერის, ვიზუალიზაციის,
კომუნიკაციის უნარების განვითარება სკოლაში და ადგილობრივ
საზოგადოებაში
დამატებითი ინფორმაციისათვის, გთხოვთ იხილოთ შემდეგი ფაილი:
ნიკო კეცხოველის პრემია_გზამკვლევი 2019_180425