fbpx

ნიკო კეცხოველის სასკოლო პრემია 2018 დაიწყო !!!

 

მოსწავლეებსა და პედაგოგებს, რომელთაც აქვთ გარემოსადმი მეგობრული, „მწვანე“ იდეები, გუნდური მუშაობის უნარი ლიდერის თვისებები საკუთარი პოტენციალისა და შესაძლებლობების გამოვლენის შანში ეძლევათ.

 

ყველაზე მასშტაბური, გარემოსდაცვითი, სასკოლო პრემია დაიწყო !

 

მისი წლევანდელი სლოგანია „აღმოაჩინე საქართველო“ – რაც გულისხმობს ჩვენი ქვეყნის ტყეების რეკრეაციული ღირებულების გამოყენებას და არსებული ეკოტურისტული მარშრუტების  პოპულარიზაციას. კონკურსში მონაწილეობა სკოლებს ახალი ტურისტული მარშრუტების აღმოჩენისა და სათემო სერვისების განვითარებაში აქტიურად ჩართვის საშუალებასაც მისცემს.

 

ტრადიციულად, კონკურსში გამარჯვება საკონკურსო აქტივობების შესრულებითა და ქულების  დაგროვებით არის შესაძლებელი. სასურველი ღონისძიებების შესარჩევად სკოლებს საკმაოდ მრავალფეროვანი მიმართულებები მიეცემათ.

 

დარეგისტრირება პორტალზე forestry.ge/konkursebi მიმდინარე წლის 10 ნოემბრამდეა შესაძლებელი; ქულების დაგროვება – 2018 წლის 10 თებერვლამდე.

 

კონკურსის პარტნიორები არიან – გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტრო, განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო, საქართველოს პარლამენტი.

 

 

ინიციატივა ხორციელდება პროექტის – ტყის მდგრადი მართვა საქართველოში ფარგლებში, რომლის ფინანსური მხარდამჭერია  ავსტრიის თანამშრომლობა განვითარებისათვის (Austrian Development Cooperation).

 

შეგახსენებთ, რომ 2017 წლის გამარჯვებულებს – გორის, თელავისა და დიდაჭარის საჯარო სკოლებს CENN ეკო ჰაბის მოწყობაში დაეხმარება. ეკო-ჰაბების შექმნა ასევე დაგეგმილია განსაკუთრებული აქტივობით გამორჩეულ სხვა სკოლებშიც. 23 ფინალისტი სკოლა მთელი წლის განმავლობაში ჟურნალ National Geographic-ის ნომრებს მიიღებს. ისინი ჩაერთვებიან CENN-ის მიერ ორგანიზებულ სასწავლო ტურებსა და საზაფხულო ბანაკებში. გარემოს დაცვის სამინიტრომ საკუთარი რჩეული გუნდები დაცულ ტერიტორიებზე ექსკურსიით დააჯილდოვა, ხოლო 1 ყველაზე იღბლიანი მოსწავლე – 1 დღით გარემოს დაცვის მინისტრი იქნება!

 

დარეგისტრირდით ახლავე, მოემზადეთ საინტერესო თავგადასავლებისთვის და „აღმოაჩინეთ საქართველო“.
ინსტრუქცია იხილეთ ქვემოთ.

 

CENN_Ketskhoveli Prize 2018_Instruction_170405

X

бѓбѓђбѓбѓљбѓќбѓбѓђ !

бѓЈбѓбѓђбѓЄбѓбѓђбѓбѓђбѓ, бѓђбѓЎбѓбѓбѓ бѓбѓљ-бѓбѓќбѓЎбѓўбѓђ бѓђбѓбѓЎбѓбѓбѓќбѓбѓЎ бѓЈбѓбѓбѓ, бѓбѓбѓбѓќбѓбѓ бѓбѓќбѓбѓбѓбѓбѓбѓбѓ

бѓђбѓбѓбѓбѓбѓбѓ :