fbpx

ნიკო კეცხოველის პრემიის ფარგლებში დაგეგმეთ ყველაზე მწვანე არდადეგები - შეაგროვეთ მაკულატურა ზაფხულის განმავლობაში

 

3

 

CENN და კომპანია ტისიუპეიპერ გთავაზობთ:

 

ნიკო კეცხოველის პრემიის ფარგლებში დაგეგმეთ ყველაზე მწვანე არდადეგები –  შეაგროვეთ მაკულატურა ზაფხულის განმავლობაში !

 

მიიტანეთ შეგროვებული ქაღალდის ნარჩენი სკოლაში ახალი სასწავლო წლის განახლებისთანავე, გახდით „მწვანე არდადეგების პრიზის“ მფლობელი და ამავდროულად, მიიღეთ ქულები კეცხოველის სასკოლო პრემიისთვის. კონკურსში გამოვლინდება 3 გამარჯვებული სკოლა და საჩუქრად გადაეცემა გარემოსდაცვითი ლიტერატურა.

 

საპრიზო ფონდი 1 500 ლარია.

 

საპრიზო ლიტერატურის გარდა ყველა მონაწილე სკოლა მიიღებს წიგნებს შეგროვილი მაკულატურის მიხედვით. აქტიურ სკოლებში ადგილზე ჩავლენ კონკურსის ორგანიზატორები და გადასცემენ სპეციალურ ყუთებს შემდგომ პერიოდში მაკულატურის სტაბილური მოგროვებისათვის.

 

მაკულატურის გატანა სკოლიდან მოხდება მაშინ, როცა მისი წონა მიაღწევს 500 კილოგრამს. საჭირო ოდენობის დაგროვების მიზნით, შესაძლებელია სკოლების გაერთიანება. გამარჯვებული სკოლების გამოვლენა და დაჯილდოება მოხდება 2017 წლის 28 სექტემბერს, „მწვანე მომხმარებლის საერთაშორისო დღეს“ (#მწვანემომხმარებელი). თქვენ მიერ შეგროვებული მაკულატურა მოხმარდება მეორადი ქაღალდის წარმოებას, რაც დაიცავს უამრავ ხეს მოჭრისაგან.

 

დაზოგეთ ქაღალდი! დაზოგეთ ტყე!
ინიციატივა ხორციელდება პროექტის – ტყის მდგრადი მართვა საქართველოში ფარგლებში, ავსტრიის თანამშრომლობა განვითარებისათვის ფინანსური მხარდაჭერით.

 

ინიციატივის თანამონაწილეა USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამა “ნარჩენების მართვის ტექნოლოგიები რეგიონებში, ფაზა II”

 

შეკითხვების შემთხვევაში, დაგვიკავშირდით:

 

597 979 606 – ვანო გიოშვილი

 

www.facebook.com/ThinkNaturally

X

бѓбѓђбѓбѓљбѓќбѓбѓђ !

бѓЈбѓбѓђбѓЄбѓбѓђбѓбѓђбѓ, бѓђбѓЎбѓбѓбѓ бѓбѓљ-бѓбѓќбѓЎбѓўбѓђ бѓђбѓбѓЎбѓбѓбѓќбѓбѓЎ бѓЈбѓбѓбѓ, бѓбѓбѓбѓќбѓбѓ бѓбѓќбѓбѓбѓбѓбѓбѓбѓ

бѓђбѓбѓбѓбѓбѓбѓ :