- როგორ/სად გამოვაგზავნოთ ფოტოები?
ფოტოები უნდა გამოგვიგზავნოთ ელ.ფოსტის მეშვეობით, მისამართზე photo@cenn.org
- რამდენი ფოტოს გამოგზავნა შეიძლება?
კონკურსის ერთ მონაწილეზე ფოტოების რაოდენობა შეზღუდული არ არის
- რა უნდა გამოვაგზავნოთ ფოტოებთან ერთად?
ნამუშევრებთან ერთად, უნდა მოგვწეროთ სრული სახელი/გვარი და თქვენი საკონტაქტო ინფორმაცია
- როგორი ფოტოები მიიღება საკონკურსოდ?
ფოტო გადაღებული უნდა იყოს თემაზე „ეს ჩემი ტყეა“
ფოტო უნდა იყოს A2 ფორმატზე საბეჭდი რეზოლუციის
ფოტო შეიძლება იყოს როგორც ძველი, ისე ახალი გადაღებული
ფოტო აუცილებლად უნდა იყოს კონკურსანტის მიერ გადაღებული
- როდის არის ფოტოების გამოგზავნის ბოლო ვადა?
ფოტოების გამოგზავნა შესაძლებელია 2017 წლის 1 მარტამდე
- საკონკურსო ფოტოების საავტორო უფლება ისევ ავტორს ექნება?
კონკურსისთვის შერჩეულ საბოლოო ნამუშევრებზე, საავტორო უფლება დარჩება თავად ავტორს. CENN მიიღებს შერჩეული ფოტოების უსასყიდლოდ გამოყენების უფლებას
- როგორ მოხდება გამარჯვებული ნამუშევრების შერჩევა?
საკონკურსო განაცხადის საფუძველზე შემოსული ნამუშევრებიდან შეირჩევა საუკეთესო ნამუშევრები, რომელთა გამოფენა მოეწყობა 21 მარტს, ტყის საერთაშორისო დღეს
საგამოფენოდ შერჩეული ნამუშევრებიდან, 3 გამარჯბევულს გამოავლენს ჟიური
გამოფენამდე ერთი კვირით ადრე, შერჩეული ფოტოები აიტვირთება სოციალურ მედიაში, სადაც მომხმარებელთა like-ების მეშვეობით გამოვლინდება „სოციალური მედიის რჩეული“ ფოტო