როგორ/სად გამოვაგზავნოთ ფოტოები?
ფოტოები უნდა გამოგვიგზავნოთ ელ.ფოსტის მეშვეობით, მისამართზე photo@cenn.org
რამდენი ფოტოს გამოგზავნა შეიძლება?
კონკურსის ერთ მონაწილეზე ფოტოების რაოდენობა შეზღუდული არ არის
რა უნდა გამოვაგზავნოთ ფოტოებთან ერთად?
ნამუშევრებთან ერთად, უნდა მოგვწეროთ სრული სახელი/გვარი და თქვენი საკონტაქტო ინფორმაცია
ვის შეუძლია კონკურსში მონაწილეობის მიღება ?
კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლია ყველას, ასაკი შეზღუდული არ არის. ყოველთვის მივესალმებით სკოლების აქტიურობას, ამ კონკრეტულ კონკურსში მონაწილეობას იღებენ როგორც პროფესიონალი, ასევე მოყვარული ფოტოგრაფები.
რას ნიშნავს სლოგანი ,,ხელშეუ-ხე-ბელი” და რა არის კონკურსის თემატიკა ?
საქართველოს ტერიტორიაზე ჯერ კიდევ შემორჩენილია როგორც ბუნებრივი, ასევე ხელუხლებელი ტყეები, რაც ბუნების ტურიზმის მოყვარულთათვის გამორჩეულად საინტერესოა. 2018 წლის კონკურსები საქართველოს ტყეების ტურისტული და რეკრეაციული პოტენციალის შესახებ საზოგადოების ცნობიერების ამაღლებას ისახავს მიზნად. შეასბამისად, საკონკურსო ნამუშევრები უნდა ასახავდეს ტყეების თემატიკას (ბიომრავალფეროვნება, ლანდშაფტი, ტყე და ადამიანები, ტყე და ტურიზმი, გარემოსდაცვითი პრობლემატიკა და ა.შ.)
როგორი ფოტოები მიიღება საკონკურსოდ?
– ფოტო გადაღებული უნდა იყოს ტყეების თემატიკაზე (ბიომრავალფეროვნება, ლანდშაფტი, ტყე და ადამიანები, ტყე და ტურიზმი, პრობლემატიკა და ა.შ.)
– ფოტო უნდა იყოს A2 ფორმატზე საბეჭდი რეზოლუციის
– ფოტო შეიძლება იყოს როგორც ძველი, ისე ახალი გადაღებული
– ფოტო აუცილებლად უნდა იყოს კონკურსანტის მიერ გადაღებული
როდის არის ფოტოების გამოგზავნის ბოლო ვადა?
ფოტოების გამოგზავნა შესაძლებელია 2018 წლის 1 მარტამდე
საკონკურსო ფოტოების საავტორო უფლება ისევ ავტორს ექნება?
კონკურსისთვის შერჩეულ საბოლოო ნამუშევრებზე, საავტორო უფლება დარჩება თავად ავტორს. CENN მიიღებს შერჩეული ფოტოების უსასყიდლოდ გამოყენების უფლებას.
ფოტოს გამოგზავნით თქვენ ადასტურებთ, რომ ხართ ნამუშევრის ავტორი. იმ შემთხვევაში, თუ სხვის ნამუშევარს აგზავნით, უნდა გქონდეთ ავტორის თანხმობა და მიუთითოთ მისი გვარი. შესაძლო გაუგებრობებზე კონკურსის ორგანიზატორი პასუხს არ აგებს.
როგორ მოხდება გამარჯვებული ნამუშევრების შერჩევა?
– საკონკურსო განაცხადის საფუძველზე შემოსული ნამუშევრებიდან შეირჩევა საუკეთესო ნამუშევრები, რომელთა გამოფენა მოეწყობა 21 მარტს, ტყის საერთაშორისო დღეს
– საგამოფენოდ შერჩეული ნამუშევრებიდან, გამარჯვებულებს გამოავლენს პროფესიონალი ფოტოგრაფებისაგან დაკომპლექტებული, კომპეტენტური ჟიური
რა სახის პრიზები ერგებათ გამარჯვებულებს ?
2017 წლის გამარჯვებულებმა მიიღეს ტექნიკისა და ბუნების ფოტოგრაფისათვის აუცილებელი აღჭურვილობის შეასაძენი 1 000 ლარიანი ვაუჩერები. 2018 წლის საჩუქრებზე ინფორმაციას სიურპრიზად დავტოვებთ.
გისურვებთ წარმატებას !