fbpx

ნიკო კეცხოველის სასკოლო პრემია – ხშირად დასმული კითხვები

1. როგორ დავრეგისტრირდეთ კონკურსში ნიკო კეცხოველის პრემიის მოსაპოვებლად ?

კონკურსში დარეგისტრირებისათვის საჭიროა შექმნათ სასკოლო გუნდი და მოგვაწოდოთ წევრების სია ელ–ფოსტაზე greenwatch@cenn.org

 

 

2. რამდენი წევრი შეიძლება იყოს სკოლის გუნდში ?
მინიმუმ 2 წევრი, ზედა ზღვარი დაწესებული არ არის.

 

 

3. გუნდის წევრთა ასაკი შეზღუდულია?

გუნდის წევრების ასაკი შეზღუდული არ არის

 

 

4. შესაძლებელია გუნდის წევრი იყოს პედაგოგი ?
პედაგოგების ჩართულობა შესაძლებელია და მისასალმებელია მათი გუნდის წევრობაც

 
5. შესაძლებელია ერთი სკოლიდან დარეგისტრირდეს 2 გუნდი ?
დასაშვებია. ნიკო კეცხოველის პრემია არის საკოლო კონკურსი, სადაც საქართველოს მასშტაბით სკოლები ერთმანეთს ეჯიბრებიან გარემოსდაცვით მონიტორინგსა და გარემოსდაცვით თემაზე აქტივობების განხორციელებაში. ერთი სკოლიდან 2 გუნდის დარეგისტრირების შემთხვევაში კონცეფცია არ ირღვევა.

 
6. შესაძლებელია გუნდის წევრი იყოს სტუდენტი ან რაიმე ორგანიზაციის წარმომადგენელი ?
გუნდის წევრი უნდა იყოს სკოლის წარმომადგენელი, მოსწავლე ან პედაგოგი.

 
7. შესაძლებელია თუ არა გუნდში გაერთიანდნენ სხვადასხვა სკოლის წარმომადგენლები ?
არ არის შესაძლებებლი

 
8. როგორ დავაგროვოთ ქულები ?

მოამზადე სტატია, მოკლე ინფორმაცია, მხატვრული ტექსტი გარემოსდაცვით თემაზე და გამოაქვეყნე Facebook–ზე საჯაროდ, სკოლის გუნდის სახელით და #CENN_GreenWatch გამოყენებით –5 ქულა

 

გამოგვიგზავნე სკოლის გუნდის სახელით გარემოსდაცვითი პრობლემის ამსახველი ფოტო (გარემოს დაბინძურების ფაქტი, ხე–ტყის უკანონო ჭრა, ტყის დეგრადირებული მონაკვეთი, ბრაკონიერობა, ბუნებრივი კატასტროფა) მობილური აპლიკაცია GreenWatch-ის ან საზოგადოებრივი მონიტორინგის რუკის (ინტეგრირებული პორტალზე forestry.ge) მეშვეობით – 10 ქულა

 

სკოლის გუნდის მიერ მოზადებული ინფორმაცია ან აპლიკაციის მეშვეობით მიღებული შეტყობინება შესაძლოა მედიის დაინტერესების საგანი გახდეს (CENN ხელს შეუწყობს საინტერესო ინფორმაციის ავტორებს) ამ შემთხვევაში შეძლებთ მოიპოვოთ – 20 ქულა

 

სკოლის გუნდის მიერ გამოვლენილი გარემოსდაცვითი პრობლემა თუ სახელმწიფოს მხრიდან რეაგირების საგანი გახდება, დაგემატებათ 30 ქულა

 

შენი სკოლის გუნდთან ერთად შეგიძლია დამოუკიდებლად დაგეგმო გარემოსდაცვით პრობლემაზე რეაგირების აქცია (დასუფთავება, გამწვანება, ტრენინგი გარემოსდაცვით თემაზე) ! მოიპოვე – 40 ქულა

 

CENN-ის სასკოლო კონკურსი ცნობილი ქართველი ბოტანიკოსისა და მწერლის – ნიკო კეცხოველის სახელს ატარებს. სკოლის გუნდთან ერთად გაიარე ნიკო კეცხოველის რომელიმე წიგნში აღწერილი მარშრუტი, გამოავლინე საინტერესო ფაქტები ან გარემოსდაცვითი პრობლემატიკა – გამოგვიგზავნე ფოტო, ვიდეო ან წერილობითი მასალა ელ–ფოსტაზე: greenwatch@cenn.org – 50 ქულა

 

 

9. როგორ გადმოვწეროთ მობილური აპლიკაცია GreenWatch ?

აპლიკაციის შესახებ ინფორმაცია იხილეთ აქ

 

 

10. სად ვიპოვოთ ნიკო კეცხოველის წიგნები ?

წიგნების გადმოწერა

 

11. როგორ მოგაწოდოთ ინფორმაცია (ტექსტური, ფოტო ან ვიდეო მასალა) ჩვენ მიერ განხორციელებული აქტივობების შესახებ ?

გამოგვიგზავნეთ ელ–ფოსტაზე – greenwatch@cenn.org ან ატვირთეთ გუნდის რომელიმე წევრის (ან სკოლის) facebook გვერდზე და მიუთითეთ #CENN_GreenWatch. ამ შემთხვევაში, დამატებით 5 ქულასაც მიიღებთ.

X

бѓбѓђбѓбѓљбѓќбѓбѓђ !

бѓЈбѓбѓђбѓЄбѓбѓђбѓбѓђбѓ, бѓђбѓЎбѓбѓбѓ бѓбѓљ-бѓбѓќбѓЎбѓўбѓђ бѓђбѓбѓЎбѓбѓбѓќбѓбѓЎ бѓЈбѓбѓбѓ, бѓбѓбѓбѓќбѓбѓ бѓбѓќбѓбѓбѓбѓбѓбѓбѓ

бѓђбѓбѓбѓбѓбѓбѓ :