fbpx

საქართველოში ნარჩენების მართვის მომსახურების ტარიფებისა და დანახარჯების ანაზღაურების სისტემის შემუშავების ზოგადი მეთოდოლოგია

წინამდებარე დოკუმენტის მიზანია ნარჩენების მართვის მომსახურებასთან დაკავშირებული ტარიფების დადგენის ზოგადი მეთოდოლოგიის შემუშავება თანამედროვე მოთხოვნების შესაბამისად  და დანახარჯების ანაზღაურების ისეთი სისტემის შემოთავაზება, რომელიც უზრუნველყოფს მუნიციპალურ დონეზე მყარი ნარჩენების მართვის სისტემების მდგრადობას. ახალი ან არსებული სისტემების მდგრადობას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს; აქედან გამომდინარე, აუცილებელია ისეთი მეთოდოლოგიის შერჩევა, რომლის საფუძველზეც დადგენილი ტარიფები უზრუნველყოფენ მომსახურებასთან დაკავშირებული დანახარჯების ანაზღაურებას. უნდა შეიქმნას ისეთი სატარიფო სისტემა, რომელიც იქნება განხორციელებადი და შესაძლებელს გახდის გაწეული დანახარჯების მაქსიმალურად ანაზღაურებას. ვიმედოვნებთ, რომ წინამდებარე დოკუმენტი დაეხმარება მუნიციპალიტეტების შესაბამის თანამშრომლებს ტარიფების დადგენის პროცესში. გარდა ამისა, დოკუმენტი უზრუნველყოფს სამართლებრივ საფუძველს საქართველოში სატარიფო სისტემის რეფორმირებისათვის საჭირო საკანონმდებლო ცვლილებების გასატარებლად.

 

ნარჩენების მართვის კოდექსის თანახმად, პრინციპი დამბინძურებელი იხდის ნიშნავს, რომ ნარჩენების მართვასთან დაკავშირებულ ხარჯებს ნარჩენების წარმომქმნელი ან მფლობელი  იხდის;[1] თუმცა, საქართველოს კანონმდებლობით არ არის სავალდებულო, რომ მუნიციპალიტეტის მიერ ნარჩენების მართვაზე გაწეული დანახარჯების ანაზღაურება უშუალოდ ნარჩენების წარმომქმნელის მიერ სატარიფო სისტემით ხდებოდეს. მაგალითად, მუნიციპალიტეტს შეუძლია გრანტის მიღება საერთაშორისო დონორი ორგანიზაციებიდან სოციალურად დაუცველი მოსახლეობისათვის ნარჩენების მართვის მომსახურების დანახარჯებისა და, შესაბამისად, ამ მომსახურების ტარიფების შესამცირებლად. კანონი მოითხოვს, რომ ტარიფების ჯამური ოდენობა არ აღემატებოდეს მომსახურებაზე გაწეულ დანახარჯებს.[2]  მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით განსაზღვრულია დაწესებული ტარიფების მაქსიმალური ზღვარი, ჩვენი რეკომენდაციაა, ტარიფების ზღვარი მოიხსნას ნარჩენების მართვის მომსახურებით მოსრგებლეთათვის.

 

უმეტეს შემთხვევაში, საქართველოში მოქმედი ტარიფები არ ემყარება გაწეული მომსახურების დანახარჯებს. გარდა ამისა, როგორც წესი, მოსაკრებლის ამოღების  მაჩვენებელი ძალიან დაბალია საზოგადოების მხრიდან არასათანადო მხარდაჭერისა და არასრულყოფილი კანონაღსრულების პირობებში.

 

[1] ნარჩენების მართვის კოდექსი, თავი 1, მუხლი 5, ნაწილი 2 (ბ)

[2] საქართველოს კანონი ადგილობრივი მოსაკრებლების შესახებ, მუხლი 121, პუნქტი 6

 

დოკუმენტის სრულად სანახავად, გთხოვთ იხილოთ შემდეგი ბმული:

CENN_WMTR_GEO

CENN_ნარჩენების მოსაკრებელი_ფორმულის ნიმუში_WMTR_GEO

X

бѓбѓђбѓбѓљбѓќбѓбѓђ !

бѓЈбѓбѓђбѓЄбѓбѓђбѓбѓђбѓ, бѓђбѓЎбѓбѓбѓ бѓбѓљ-бѓбѓќбѓЎбѓўбѓђ бѓђбѓбѓЎбѓбѓбѓќбѓбѓЎ бѓЈбѓбѓбѓ, бѓбѓбѓбѓќбѓбѓ бѓбѓќбѓбѓбѓбѓбѓбѓбѓ

бѓђбѓбѓбѓбѓбѓбѓ :