CENN, გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროსთან ერთად, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მხარდაჭერით, აცხადებს კონკურსს გარემოსდაცვითი საკითხებით დაინტერესებული მოსწავლეებისათვის.
ჩაერთეთ ეკოლოგიური პრობლემების გამოვლენა–მოგვარებაში, დააგროვეთ ქულები და მოიგეთ უამრავი პრიზი.
როგორ ჩავერთოთ კონკურსში:
შექმენით სკოლის გუნდი და მოგვწერეთ წევრების სია, საკონტაქტო ინფორმაციასთან ერთად, ელ–ფოსტაზე: greenwatch@cenn.org
მოამზადეთ სტატია, მოკლე ინფორმაცია, მხატვრული ტექსტი გარემოსდაცვით თემაზე და გამოაქვეყნეთ Facebook გვერდზე სკოლის გუნდის სახელით ჰეშთეგის #CENN_GreenWatch გამოყენებით – 5 ქულა
გამოგვიგზავნეთ გარემოსდაცვითი პრობლემის ამსახველი ფოტო მობილური აპლიკაცია GreenWatch-ის ან საზოგადოებრივი მონიტორინგის რუკის მეშვეობით – 10 ქულა
CENN-ის დახმარებით გააშუქეთ ინფორმაცია მედიაში – 20 ქულა
მიიპყარით სახელმწიფო უწყებების ყურადღება – 30 ქულა
დაგეგმეთ და განახორციელეთ გარემოსდაცვითი აქტივობა – 40 ქულა
სკოლის გუნდთან ერთად გაიარეთ ნიკო კეცხოველის წიგნებში აღწერილი ერთ-ერთი მარშრუტი და გამოგზავნეთ გარემოსდაცვითი პრობლემის ამსახველი ფოტო, ვიდეო ან წერილობითი მასალა – 50 ქულა
ნახევარფინალი
სკოლის გუნდები, რომლებიც ყველაზე მეტ ქულას დააგროვებენ, გადავლენ რეგიონულ ტურში, სადაც გუნდის ლიდერები წლის აქტივობებს პრეზენტაციის სახით წარადგენენ. ჟიური თითო რეგიონიდან სამ გამარჯვებულს შეარჩევს.
დარეგისტრირების ბოლო ვადა – 1 დეკემბერი, 2016
ქულების დაგროვების პროცესი – 20 მაისი, 2016 – 20 იანვარი, 2017
რეგიონული ნახევარფინალები – თებერვალი, 2017
ფინალი – 2017 წლის 21 მარტი, ტყეების დაცვის საერთაშორისო დღე
გაქვთ კითხვები? დაგვიკავშირდით – 599 50 27 17 , 599 61 55 69